ზუგდიდში სოფელ ურთას მგლები შეესივნენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფელს მგლები შეესივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ipress-ი ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, დღეს დილით მონადირეებმა 2 მგელი მოკლეს.

“შორიდან შევნიშნეთ როგორ მოდიოდა ნადირი, დავუკავშირდით მონადირეებს, სამძებრო სამუშაოების ჩატარების შედეგად ორივე მგელი მოკლეს. ჩვენი სოფელი მჭიდროდ დასახლებულია, გვყავს ბავშვები, ვთხოვთ შესაბამის ორგანოებს, სოფელი რომ არ დაცარიელდეს, მოახდინონ დროული რეაგირება”, – აცხადებენ ადგილობრივები.

ცნობისთვის, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სოფელ ურთაში მონადირეებმა 11 მგელი მოკლეს.

წყარო: imedinews.ge

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა