ზოლებიანი აფთარი

[huge_it_slider id=”51″]

ზოლებიანი აფთარი – Hyaena hyaena – Полосатая гиена


ეკუთვნის აფთრების ოჯახს.
აღწერილობა: სხეული მასიურია, თავი შედარებით დიდი, კისერი მოკლე. ფეხები მოღუნული, წინა ფეხები უფრო გრძელი ვიდრე უკანა, ამის გამო ზურგი მკვეთრად არის დახრილი უკანისაკენ. სხეულის სიგრძე 110-130სმ. კუდისა 30-45სმ, ყურის 12-13სმ. ბეწვები გრძელია და უხეში, ხერხემლის გასწვრივ შავი ფაფარია, რომელის გრძელი უხეში ბეწვებისგან შედგება. გვერდებზე შავი, ზოგჯერ წყვეტილი განივი ზოლებით. საქართველოს ტერიტორიაზე ერთეული ეგზემპლარების სახით გხვდება.

გავრცელება: ჩრდილო აფრიკა, მცირე აზია, არაბეთის ნახევარკუნძული, ირანი, ავღანეთი, შუა აზიის სამხრეთი რაიონები, აღმოსავლეთი ამიერკავკასია. ყოფილ საბჭოთა კავშირში მცირე რაოდენობით გვხვდება თურქმენეთში, უზბეკეთსა და ტაჯიკეთის სამხრეთ რაიონებში, ხოლო აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში აზერბაიჯანისა და აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე (ერთეული ეგზემპლარების სახით) .

ცხოვრების ნირი: ბინადრობს უდაბნოებში, ნახევრადუდაბნოებში, ქვა-ღორღიან ფერდობებზე, საკმლის ხის, მაყვლის და სხვა სახეობის ბუჩქნარებში. აქტიურია ღამით, საკვებს შეადგენს მძორი, იშვიათად მღრღნელები, ქვეწარმავლები. მძუნაობა იანვარ-თებერვალშია, მაკეობის ხანგრძლივობა 3 თვემდეა. მდედრი შობს 2-4 ლეკვს, მათ აღზრდაში მონაწილებს როგორც მდედრი, ისე მამრი.

სამეურნეო მნიშვნელობა: სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ ყურადღებას იმსახურებს, როგორც ფაუნის იშვიათი ელემენტი.

ნადირობა აკრძალულია

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა