ზღვის ლომების ოჯახი ქართულ აუქციონზე იყიდება
შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, eAuction-ზე განთავსებული განცხადების მეშვეობით, საქართველოში, კერძოდ ბათუმში დაბადებულ ხუთ ზღვის ლომს ყიდის. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შემადგენლობაში ბათუმის დელფინარიუმიც შედის.
აუქციონზე ზღვის ლომების საწყისი ფასი 100 ათასი ევროა. თითოეულ ზღვის ლომს თავისი სახელი და წარმოშობის სერტიფიკატი აქვს – სოსო, ჯონი და პელე ორი წლის არიან, გიგი – სამის, გუდუ კი – ოთხის.
აუქციონის პირობებში მითითებულია, რომ შემძენმა ზღვის ლომების ღირებულება სრულად უნდა გადაიხადოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ასევე, შესაძლებელია მათი დათვალიერება სამუშაო დღეებში 10-დან 17 საათამდე
წყარო: On.Ge