ბრაკონიერობა ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.
ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანის მიმდებარე ტერიტორიაზე და ახმეტის მუნიციპალიტეტში სამართალდამრღვევები თევზაობდნენ ელექტროშოკური აპარატით. მათ მოპოვებული ჰქონდათ 5 კგ ხრამულის, 0,7 კგ მურწის და 9,5 კგ სხვადასხვა სახეობის თევზი.
ჩამორთმეული და დალუქული იქნა უკანონოდ მოპოვებული თევზი და სამართალდარღვევის იარაღები.
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოში.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა