ყვარელში, სავარაუდოდ, ცხოველისგან დაგლეჯილი ადამიანის ცხედარი იპოვეს

policia-sofelshiყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანის ცხედარი იპოვეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შილდის რწმუნებულმა ლევან ხუციშვილმა განუცხადა, ცხედარი, სავარაუდოდ, ცხოველისგანაა დაგლეჯილი.
”შილდის ერთ-ერთი მცხოვრები, თემურ ასაბაშვილი დღეს, დაახლოებით 13:00 საათისთვის სოკოს საკრეფად მიდიოდა და ტყეში ადამიანის ცხედრის ნარჩენებს წააწყდა. ამ დროისთვის არ არის დაზუსტებული გარდაცვლილი ქალია თუ კაცი – ადგილზე უკვე რამდენიმე საათია ექსპერტები მუშაობენ. სავარაუდოდ, ცხედარი მტაცებელი ნადირისგან ან ძაღლებისგანაა დაგლეჯილი”, – განაცხადა ლევან ხუციშვილმა.
მისივე ინფორმაციით, თემურ ასაბაშვილი, რომელმაც ცხედარი იპოვა, ამ წუთებში დაკითხვაზეა გადაყვანილი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა