ყარყატისნაირნი – ფრინველთა ხმები

ჟერო – Platalea leucorodia ივეოსი – Plegadis falcinellusლაკლაკი – Ciconia ciconiaყარყატი – Ciconia nigra
რუხი ყანჩა – Ardea cinereaქარცი ყანჩა – Ardea purpureaმცირე თეთრი ყანჩა – Egretta garzettaმცირე ყანჩა – Bubulcus ibis
ყვითელი ყანჩა – Ardeola ralloidesღამის ყანჩა – Nycticorax nycticoraxწყლის ბუღა – Botaurus stellarisმცირე წყლის ბუღა – Ixobrychus minutus

უკან დაბრუნება, ფრინველთა ხმების კატეგორიაში


ყარყატისნაირნი (ლათ. Ciconiiformes) — ფრინველთა რიგი. აერთიანებს 6 ოჯახს (ყანჩისებრნი, ნავნისკარტასებრნი, ვეშაპთა ყანჩისებრნი, თავჩაქუჩა ყანჩისებრნი, ლაკლაკისებრნი, იბისისებრნი), 49 გვარსა და 118 სახეობას.

საქართველოში 10 გვარის 13 სახეობა, მ.შ. ყანჩისებრთა სახეობები ჟერო, ივეოსი (Plegadis falcinellus), ლაკლაკი (Ciconia ciconia) ყარყატი ანუ იშხვარი (Ciconia nigra), რომელიც შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“. ყარყატისნაირნი ბინადრობენ ნოტიო ადგილებში, წყალსატევებისპირა ლერწმებში, ჭაობებში, მხოლოდ ლაკლაკები და ყარყატები ბინადრობენ ველებზე, მდინარების ხეობებსა და ტყეებში. ბუდეს იკეთებენ ხეებზე, სახურავებზე, ლერწმებში, კლდეებში. დებენ 2-3 კვერცხს, მონოგამიურები არიან. ბუდობენ კოლონიებად ან წყვილებად. იკვებებიან სხვადასხვა ცხოველური საკვებით. ყარყატისნაირზე არ ნადირობენ, ზოგი სასარგებლოა მავნე მწერებსა და მღრღნელების განადგურების გამო.