ხონთქრის ქათამი

[huge_it_slider id=”50″]

ხონთქრის ქათამი – Porphyrio porphyrio – Султанка


ხონთქრის ქათამი ლაინასნაირთა შორის ყველაზე დიდი ზომისაა. წონა 1500 გრამამდე. მამალი შესამჩნევად დიდია დედალზე, თუმცა შეფერილობაში სქესთა შორის დიდი განსხვავება არაა. ჩვენში გავრცელებული ლაინასნაირებიდან გამოირჩევა კაშკაშა მოლურჯო მომწვანო შეფერილობით. კეფაზე კისრის უკან და გვერდებზე ზურგზე მკერდის უკანა ნაწილსა და მუცელზე იისფერი ელვარებით. თავის გვერდები, ყელი კისერი წინიდან, ჩიჩახვი და მკერდის წინა ნაწილი და თვალების ირგვლივ ბუმბულები რუხია; მომქნევები მუქი-რუხი; საჭის ბუმბულებიც მუქი მურაა, მაგრამ მოლურჯო-იისფერ კიდეებზე მომწვანო ელფერი დაკრავს. კუდქვეშა ბუმბულები თეთრია. მოკლე და მსხვილი ნისკარტი,გრძელი და მძლავრი ფეხები გრძელი თითებით, აგრეთვე ტიტველი კანი შუბლზე,რომელიც თხემზედაც გადადის წითელია.
აღწერილია 22 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კასპიის ხონთქრის ქათამი. ძირითადად ტროპიკულსა და სუპტროპიკულ ზონებში ბინადრობს სამხრეთ ევროპაში; აფრიკაში; მალაის არქიპელაგზე; ავსტრიასა და პოლინეზიაში; ჩვენს მეზობლად კასპიის ზღვის სანაპიროებზე. საქართველოში ნაპოვნია ყარაიზში ერთეული ეგზემპლიარები არაბუდობის დროს.
ბინადრობს დამდგარი შიდა წყალსატევების, მდორე მდინარეების, აგრეთვე ზღვების გაუვალ სანაპიროებზე, უხვად განვითარებული ლელით, ლერწმით, ისლითა და ბუჩქნარებით.
ბუდობს ცალკეულ წყვილებად. ბუდეს აკეთებს ხმელი ლელის, ისლის, ლერწმის ფოთლებისა და ღეროებისაგან უშუალოდ წყლის ზედაპირზე ან რამდენადმე მაღლა. აპრილის პირველ ნახევარში დებს 5-9 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე სქესის ფრინველი, მაგრამ უფრო ხანგრძლივად – დედალი. საინკუპაციო პერიოდი 22-25 დღემდე გრძელდება.
ხონთქრის ქათმის ძირითად საკვებს შეადგენს უპირატესათ წყლის მცენარეთა ნაზი ფესურები, ნორჩი მწვანე ყლორტები და თესლები. მცირე რაოდენობით ჭამს წყლისა და ხმელეთის მწერებს, ბაყაყებს, ზოგჯერ პატარა ფრინველების ბარტყებსა და თაგვისებურ მღრღნელებს.
საუცხოო სანადირო ფრინველია, მაგრამ ჩვენთან ძალიან იშვიათია.

ცნობილია ხონთქარის ქათმის 22 ქვესახე, რომელთაგან საქართველოს ფარგლებში გვხდება კასპიური ხონთქრის ქათამი – Porphyrio porphyrio seistanicus

საქართველოში ხონთქრის ქათამზე ნადირობა აკრძალულია

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა