ვარხვისნაირნი – ფრინველთა ხმები

დიდი ჩვამა – Phalacrocorax carbo პატარა ჩვამა – Phalacrocorax pygmeus გრძელნისკარტა ჩვამა – Phalacrocorax aristotelis რუხი ვარხვი – Pelecanus crispus
ვარდისფერი ვარხვი – Pelecanus onocrotalus

უკან დაბრუნება, ფრინველთა ხმების კატეგორიაში


ვარხვისნაირნი (ლათ. Pelecaniformes) — ფრინველების რიგი. აერთიანებს წყალმცურავ ფრინველებს. მათი მოკლე ფეხების თითები საცურავი აპკითაა შეერთებული. ზოგს გრძელიდა მახვილი ფრთები აქვს, მათ ლივლივით ფრენაც შეუძლიათ. მოკლე და ბლაგვფრთებიანი სახეობები ფრთების მხოლოდ აქტიური ქნევით ფრინავენ. კარგად აქვთ განვითარებული კუდუსუნის ჯირკვალი, შესანიშნავად ცურავენ. უმრავლესობა კარგად ყვინთავს, ხმელეთზე კი ცუდად დადიან. ნიჩაბფეხიანები ფართოდაა გავრცელებული მთელ დედამიწაზე, გარდა პოლარული რაიონისა. მონოგამური ფრინველებია. ბუდობენ დიდ კოლონიებად წყლის სანაპირო ხეებზე, კლდეებზე ან მიწაზე. იკვებებიან უპირატესად თევზით. რიგში 5 ოჯახია: ჩვამასებრნი, ვარხვისებრნი, რეგვენასებრნი, ფრეგატისებრნი და ფაეტონისებრნი.

საქართველოში გვხვდება ჩვამასებრთა ოჯახის 2 სახეობა: დიდი და მცირე ჩვამა, მიმოფრენის დროს კი — ვარხვისებრთა ოჯახის 2 სახეობა: ხუჭუჭა და ვარდისფერი ვარხვი.