ტყის ქათმის ქცევის თავისებურებანი ძაღლით ნადირობისას

[huge_it_slider id=”25″]

ძალიან ბევრისთვის ტყის ქათამზე (ვალდშნეპი) ნადირობა ყველაზე პრიორიტეტულია, ალბათ, იმიტიმ, რომ მისი მოპოვება არც თუ ისე ადვილია. ამ ფრინველზე ნადირობაზე ძალიან ბევრია დაწერილი. იდუმალებით მოცული სანადირო ობიექტი მონადირეთა ინტერესს ყოველთვის იმსახურებს. დღესდღეობითაც ბევრისათვის ტყის ქათამზე ნადირობა უპირველესია.

მცირე აღწერა: ეს საშუალო ზომი მოყავისფრო-მორუხო ფრინველი ერთი შეხედვით საკმაოდ, სადად, უბრალოდ გამოიყურება, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, ყველაფერი მშვენიერი აქვს. ორიგინალურ იერს მას მეტად ლამაზი, დიდი, თითქმის კეფასთან განლაგებული ბდღვიალა თვალები აძლევს, რომლის საშუალებითაც ის მშვენივრად ხედავს, თუ რაა ხდება ზურგსუკანაც კი. ტყესჰი იგი უფრო მეტად გაფანტულად, ერთეულებად გვხვდება და ნადავლიც უმრავლეს შემთხვევაში საკმაოდ მოკრძალებულია ხოლმე. შემოდგომომით იღბლიანი მონადირე შეიძლება მის მასობრივ გადაფრენასაც წააწყდეს, მაგრამ ეს იმდენად იშვიათად ხდება, რომ ასეთი შემთხვევები მას არასოდეს დაავიწყდება.
ბუნებამ ვალდშნეპი არა მარტო ბუნებრივი შეფერილობითა და ცხოვრების ფარული წესით დააჯილდოვა, არამედ ნაირგვარი ეშმაკობების გასაოცარი უნარითაც, რომ მოხერხებულად დააღწიოს თავი საფრთხეს.

ვალდშნეპი სხვადასხვანაირად იქცევა მონადირის თუ ძაღლის მიახლოვებისას. ამ ფრინველზე უძაღლოდ ე.წ. “ფეხით” ნადირობა შეუძლებელია და შემთხვევით აფრენის შემთხვევაშიც, მისი მონადირები შანსი იმდენად მცირეა რომ გაწონასწორებული მონადირე თოფსაც არ აწევს სასროლად.

ქვემოთ მოგითხრობთ თუ რა “ეშმაკობებს” მიმართავს ვალდშნეპი ძაღლით ნადირობის დროს. განვიხილოთ თუ როგორ უნდა მოიქცეს მონადირე სხვადასხვა სიტუაციებში ამ ფრინველზე ნადირობისას. მოცემული რჩევების გამოყენება ძალიან დაგეხმარებათ და ფრინველზე ნადირობაც უფრო შედეგიანად ჩაივლის.
Untitled 65
“მორბენალი” ვალდშნეპი
მიუხედავად იმისა, რომ ვალდშნეპი შედარებით იოლად ასაფრენ ფრინველად ითვლება, ზოგიერთი განსაკუთრებულად ფრთხილი ეგზემპლარი, გაიგებს თუ არა ძაღლის მუშაობითა და მონადირის მიახლოებიტ გამოწვეულ ჩამოცვენილი ფოთლების შრიალს, ცდილობს საფრთხეს რაც შეიძლება შორს გაერიდოს. ასეთი ფრინველი თავისებური “ტყის ღალღაა” რომელიც თავის ფეხებს უფრო ენდობა ვიდრე ფრთებს. ყველაზე ხშირად ისინი ძაღლს სწორი ხაზით ძალიან სწრაფად გაურბიან. ამ დროს მეძებარმა შეიძლება ლტოლვით დიდი მანძილი გაიაროს, სპანიელს შეიძლება სირბილით მივყვეთ მაგრამ ამის მიუხედავათ ვალდშნეპი მაინც სასროლ მანძილზე შორს ფრინდება.

როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ ფრინველთან შეხვედრის დროს? ვალდშნეპის მოძრაობის მიმართულების გარკვევისთანავე, სწრავად უნდა შემოუაროთ ძაღლს და დავიკავოთ პოზიცია “გვერდით მის წინ”. იმ ადგილას სადაც ფრინველის აფრენაა მოსალოდნელი. ჩვეულებრივ ის იძულებულია შედარებით სუფთა ადგილზე ტყის ველებზე, მეჩხერი ტყის წინ ,მდელოზე და ასე შემდეგ აფრინდეს. თუ თქვენ მორჩილი ძაღლი გყავთ იგი ბრძანებით დააწვინეთ, დიდი ნახევარწრე გააკეთეთ და სასროლი პოზიცია დაიკავეთ ძაღლის წინ. ხმადაბალი შეძახილით გაეცით ძებნის ბრძანება. დიდი ალბათობით ძაღლი ფრინველს თქვენს წინ ააფრენს.

“მოიერიშე” ვალდშნეპი
ვალდშნეპი ერთის მხრივ ძაღლით და მეორეს მხრივ მონადირის მიახლოებით შევიწროებული გამალებული ფრთების ბათქუნით იწევა და პირდაპირ მონადირის მიმართულებით მიფრინავს. ძალიან ხშირად ბევრი გამოუცდელი მონადირე იბნევა ასეთ სიტუაციაში, თავს ვერ იკავებს და პირველ გასროლას ძალიან ახლო მანძილზე ახდენს თითქმის მიჯნით და მეორეს კი შემობრუნების შემდეგ მიყოლებით, მაგრამ უკვე შორს და ამაოდ… ამგვარ შემთხვევებში გამოცდილი მონადირეები და მსროლელები იძლევიან შემდეგ რეკომენდაციებს: თუ კი ვალდშნეპი (ტყის ქათამი) უეცარი ამოფრენით თქვენი მიმართულებით წამოვიდა, თოფი ლულებით ზემოთ მკერდზე მჭიდროდ მიიკარით, შემდეგ მყისიერად შემობრუნდით და ესროლეთ მიყოლებით. არავითარ შემთხვევაში მზერით არ გააცილოთ თავზე გადაფრენილი ფრინველი, გაატარეთ იგი და შემდეგ შემობრუნდით სასროლად. არასოდეს ესროლოთ შემხვედრს, რომელიც ახლოში 10მეტრზე ნაკლები მანძილიდან აფრინდება, თუმცა 15-20 მეტრის მოშორებით აფრენილ ფალდშნეპზე სწრაფი და შემხვედრი ნასროლი შეიძლება ფრიად ეფექტურიც გამოდგეს.
Untitled 61
“მხსნელი” თავშესაფარი
როდესაც ძაღლი ვლდშნეპს დაბალ და მეჩხერ ტყეში იყნოსავს, ფრინველი ძალიან იშვიათად აფრინდება ხოლმე “სუფთა ” ადგილზე. დარწმუნებული იყავით თუ ძაღლი ლტოლვით წავიდა, ხოლო მის წინ რამდენიმე აქა-იქ მდგარი ხეა, ვალდშნეპი აუცილებლად რომელიმეს მიმართულებით გაიქცევა და მხოლოდ შემდეგ აფრინდება ხის ტანს ამოფარებული ღია ადგილზე. სადაც ფრინველი იკვებებოდა თუ ახლომახლოს ერთეული ბუჩქია, ის მოახერხებს მასთან მირბენას და იქ განაბვას, ხოლო აფრენით მხოლოდ ბუჩქის უკან აიწევა და ყველანაირად ეცდება საფანტის მუხტის აცდენას.

მონადირე ზემოთქმულის გათვალისწინებით უნდა ეცადოს ზუსტად გამოიცნოს ვალდშნების აფრენისა და მისი გაფრენის სწორი მიმართულება და სასროლად მოსახერხებელი პოზიცია დაიკავოს. “ეშმაკობის” ამ ვარიანტს ხშირად ვხვდებით წვიმის შემდეგ, როცა ჩამოვარდნილი წვეთების ხმაურით შეწუხებული ფრინველი ტყიდან ღია ადგილზეა გამოსული.
Untitled 54
ვალდშნეპი თქვენს ზურგს უკან
ძაღლი ნაბულზეა და თქვენ უახლოვდებით, მაგრამ მეძებარმა დაიწყო დაბნეულობის გამომჟღავნება; ხშირად კარგავს ფრინველის სუნს. თუ ვალდშნეპი არ ამოფრენილა, მაშინ დიდი ალბათობით დიდ წრეზე შემოგიარათ და თქვენს ზურგს უკან არის განაბული. პირველივე მკვეთრი მოძრაობა და ის თქვენს ზურგს უკან აფრინდება.
ასეთ სიტუაციაში მთავარია ძაღლს ისე მიუახლოვდეთ რომ მიდამოს მაქსიმალურად ხედავდეთ და აკონტროლებდეთ, აუცილებელია სიჩუმის დაცვა. განსკაუთრებით წყნარ ამინდში თოფი გეჭიროტ მზადყოფნაში.
გაჩერდით სახით ძაღლის მიმართულებით და უკან დაიხიეთ რაც შეიძლება შორ მანძილზე, მეძებრის მოქმედებას ყურადღებით ადევნეთ თვალი. შეიძლება მან ვალდშნეპის გაქცევის მიმართულება განიშნოთ. ყოველ წამს ელოდეთ ფრინველის ამოფრენას. გახსოვდეთ წამის მეათედი გაქვთ სასროლად.
Untitled 39
“მხსნელი” ვარდნა
გასროლა წარმატებულია, ძაღლი მირბის ფრინველის მოსატანად თქვენც არ ჩქარობთ და ტროფეი მოულოდნელად მაღლა აიჭრება…და დაბნეულობისაგან ვერაფერს აკეტებთ… ასეთ სიტუაციას შეიძლება რამდენიმე განმარტება ჰქონდეს. ერთი ის რომ სადაც ფრინველი ჩამოვარდა იმ ადგილზე სხვა ფრინველი იყო და ამოფრინდა (ამიტომ ყოველთვის
უნდა ნახოთ ჩამოვრდნილი ფრინველის ადგილი ასეთ შემთხვევაში), ან შეიძლება ჩამოგდებული ფრინველი შოკში იყოს ძალა მოიკრიბოს და უცებ აფრინდეს. ამიტომ ჩამოვარდნილ ქათამთან დატენილი თოფით უნდა მიხვიდეთ რათა ასეთ სიტოაციაში შემდგომი რეაქცია მოასწროთ.

ხშირად შოკს იწვევს საფანტის შეხებით დარტყმა ჭრილობის მიყენების გარეშე. ასეთ შემთხვევაში ვალდშნეპი ყოველთვის ქვასავით ეცემა, თითქოს შვეულად, პლანირებისა და მალაყის გარეშე. ზემოთქმულიდან გამომდინარე ასეთნაირად ჩამოვარდნილ ფრინველს თოფმომარჯვებული უნდა მიუახლოვდეთ.
Untitled 49
“გომბეშოს ნახტომი”
ამ ხრიკის სახელი შესაძლოა სასაცილოდ ჟღერდეს მაგრამ “გომბეშოს ნახტომი” საფრთხის აცილების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, კლასიკური ხერხია. ძაღლის დაჟინებული დევნისაგან შეწუხებული ფრინველი თავისი კვალიდან გვერდზე ან წინ 10-15 მ ნახტომს აკეთებს რასაც მონადირეები გომბეშოს ნახტომ უწოდებენ. ამ ყველაფერ ვალდშნეპი უხმაუროდ აკეთებს.
ამგვარი მანევრით ვალდშნეპი გაურბის ძაღლს, დროს იგებს, ისვენებს და რაც მთავარია, არ ტოვებს მიჩვეულ ადგილს.

ეს ნახტომი დამახასიათებელია მასობრივი შეგროვების ე.წ. “ნაყარის” ფრინველებისათვის. ისინი ერთმანეთთან ახლოს არიან დაბუდებულნი და “კომპანიონთან” განშორება არ უნდათ.

Untitled 57როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს? გამოცდილი მონადირეები მოიმარაგებენ კენჭებს ან გირჩებს და ძაღლის წინ მოხტუნავე ვალდშნეპს სავარაუდო ადგილსამყოფელის მიმართულებით ისვრიან. ის აუცილებლად აიწევა ჰაერში. ასეთნაირად იქცევიან “მორბენლებთან” შეხვედრისასაც, მაგრამ ორივე შემთხვევაში ჯობს დიდი წრე გავაკეთოთ
და გზა მოვუჭრათ, მაგრამ ამ დროს მთავარ როლს მაინც ძაღლი თამაშობს. განსაკუთრებიტ ზეყნოსვით მუშაობის უნარით (ინგლისური სეტერი, ინგლისური პოინტერი…)
Untitled 68
უსუნო ვალდშნეპი
არსებობს ერთი საინტერესო მოვლენა, რომელზეც ბევრს მსჯელობენ თუმცა დღემდე გამოცანად რჩება. როდესაც “სუფთად ” ჩამოგდებულ ფრინველს ძაღლი ვერ პოულობს. ეს ძალზე იშვიათია, ძაღლმა თითქოს ყნოსვა დაკარაგაო და ნადავლს მონადირე პოულობს. მეცნიერთა აზრით ზოგიერთ ფრინველს, მათ შორის ვალდშნეპს, სტრესის მდგომარეობაში შეუძლია დაკარგოს ან რამდენადმე შეიცვალოს სუნი. ეს ორგანიზმის თავდაცვის უნარია.
ტყის ქათმის ჩამოვარდნისას არ უნდა ვიყოთ მარტო ძარლის იმედად. კარგად უნდა დავიმახსოვროთ ჩამოვარდნის ადგილი. გარდა ამისა ფრინველთან მისვლამდე ნასროლი მასრა დავიგდოთ ფეხებთან, (მოვნიშნოთ სროლის პოზიცია). არ გადავჯეგოთ ჩამოვარდნის სავარაუდო ადგილი, ჯობია ჯერ ძაღლს ვაცადოთ და თუ ნანადირევი ვერ ნახა, მხოლოდ მერე მივეშველოთ. თუ ვერ იპოვეთ 2-3 საათის შემდგომ დაუბრუნდიტ ადგილს, სტრესის გავლის შემდეგ ფრინველს სუნი უბრუნდება და ძაღლი ადვილად იპოვის მას.
devi
ფრთხილი ვალდშნეპი
ფრინველისა თუ ცხოველის ყველა სახეობაში, იარის ეგზემპლიარები რომლებიც ძალიან და გამორჩეულად ფრთხილები არიან სხვებთან შედარებით. პირველ რიგში კი პრობლემა ის არის რომ ფრინველი ძაღლს ახლოს არ უშვებს, და შეუმჩნევლად და უხმაუროდ 50-80 მეტრ მანძილზე აფრინდება.

ასეთი ფრინველის მონადირება რთულია. გამოსავალი ერთადერთია მაქსიმალურად წინ წაიწიოთ მომუშავე ძაღლიდან და დააკვირდეთ ფრინველის გადაფრენის ტრაექტორიას. იგი შორს არ მიდის ჩაჯდომის ადგილიდან და ძაღლის დახმარებით ზუსტად ამ დროს უნდა იჩქაროთ…
Untitled 63
ზემოთ მოყვანილი მაგალითებითაც, ბევრი მკითხველი და მონადირე დაგვეთანხმება რომ ტყის ქათამი ძალზედ რთულად მოსაპოვებელი ფრინველია. მასზე ნადირობა კი ძალიან აზარტული და ლამაზი. სწორედ ამიტომაც, როცა მონადირე სანადირო სავარგულიდან 2-3 ან თუნდაც 1 ტყის ქათმით ხელდამშვენებული ბრუნდება ის უდაოდ კმაყოფილი და გახარებულია.


ტყის ქათამი შენიღბვის ნამდვილი ოსტატია. ის იმდენად არის შეხამებული ბუნებასთან რომ ხშირად მისი თვალით აღქმა თითქმის შეუძლებელია. მსგავსი მაგალითი მოცემულია ქვედა სურათზე. კომენტარებში დაწერეთ რამდენ ქათამს ხედავთ და სად აღნიშნულ სურათზე და მოგეწონათ თუ არა სტატია.
12705390_972453132792041_2033853088236903919_n
სტატია მომზადებულია სპეციალურად Inadire.Geსთვის და მასალის აღების შემთხვევაში საჭიროებს წყაროს მითითებას.
დამხმარე მასალები: ჟურნალი ნადირობა
ავტორი: დავით ურუშაძე

ტყის ქათამზე ვიდეოების სანახავად დააჭირეთ აქ

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა