წეროსნაირნი – ფრინველთა ხმები

რუხი წერო – Grus Grus მელოტა – Fulica atra სავათი – Otis tarda სარსარაკი – Tetrax tetrax
მცირე ქათამურა – Porzana parva ქათამურა – Porzana porzana პაწაწა ქათამურა – Porzana pusilla ლაინა – Rallus aquaticus
ღალღა – Crex crex ლერწამა – Gallinula chloropus ხონთქრის ქათამი – Porphyrio porphyrio

უკან დაბრუნება, ფრინველთა ხმების კატეგორიაში


წეროსნაირნი (ლათ. Gruifomes) — ფრინველთა რიგი, რომელიც მოიცავს მეტად განსხვავებული მასის (30 გ-იდან 16 კგ-მდე), მორფოლოგიისა და ცხოვრების ნირის მქონე ფრინველებს. გაერთიანებული არიან 8 ქვერიგში, 22 ოჯახში (მ.შ. 9 ოჯახი წარმოდგენილია ამომწყდარი ფრინველებით) და 84 გვარში. თანამედროვე ფორმები მოიცავს 193 სახეობას და ერთიანდება 13 ოჯახში. საქართველოში როგორც მობუდარი გვხვდება, ისე მიმომფრენი ფრინველების სახით 4 ოჯახის 12 სახეობა, მ.შ. 4 (ხონთქრის ქათამი ანუ პორფირიონი, რუხი წერო, სავათი, სარსარაკი) შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“. წეროსნაირნი მეტწილად ნიადაგზე ცხოვრობენ, ნაწილი ჭაობებში ბინადრობს, მცირე რაოდენობა — ხეებზე. მეტწილად მონოგომები არიან.