წალკის რაიონის სოფელ აიაზმას მიმდებარედ, სამართალდამრღვევები ნადირობდნენ ავტომანქანის კვების წყაროზე შეერთებული ე.წ. პროჟექტორით

Sans titre 4
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს.
წალკის რაიონის სოფელ აიაზმას მიმდებარედ, სამართალდამრღვევები ნადირობდნენ აკრძალული საშუალებით. კერძოდ, ავტომანქანის კვების წყაროზე შეერთებული ე.წ. პროჟექტორით და დაურეგისტრირებელი სანადირო თოფით. ამოღებულია 3 ცალი დაურეგისტრირებელი სანადირო თოფი.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.
Sans titre 7

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა