წალენჯიხაში თევზაობისას 19 წლის ბიჭი დაიღუპა

წალენჯიხის რაიონში, მდინარე ჭანისყალზე თევზაობისას 19 წლის ბიჭი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მას სავარაუდოდ, დენმა დაარტყა.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით არის დაწყებული.

fortuna.ge