toz-57 – დაზიანებული

toz57კიდევ ერთი ლულა დაემატა ჩემი საიტის დაზიანებული ლულების გვერდს. მიზეზი, როგორც ყოველთვის ამ შემთხვევაშიც პიჟის ჩარჩენაა ლულაში, გასროლის შემდეგ კი შედეგიც არ აყოვნებს. სახეზეა აღნიშნული მიზეზით გახეთქილი ტოზ-57-ის ლულა „რასტრუბი“ რომელის გამოიყენება მრგვალ სტენდეზე სასროლად. რა თქმა უნდა გადამწყვეტი მნიშვნელობა არაქვს ამ შემთხვევაში რომელი თოფის ლულაა, ფაქტია რომ ლულაში ჩარჩენილი უცხო საგნის დროს გასროლის შემდეგ ყოველთვის ასეთი შედეგი დადგება, რომელი სანადირო თოფის მოდელიც არ უნდა იყოს. ამიტომ ნადირობის დროს ოდნავ თუ მაინც იგრძნობთ გასროლებს შორის ხმის სხვაობას იმ წამსვე უნდა მოხდეს ლულის შემოწმება ჩარჩა თუ არა ლულაში რამე. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ უარესი შედეგი. ამ შემთხვევაში დაზიანდა მარტო ლულა და კარგია რომ მსროლელი გადარჩა უვნებელი. სხვა შემთხვევებში შეძლება მოხდეს უარესი და დაზიანება მიიღოს როგორც მსროლელმა ასევე მის გვერდში მყოფებმა გასროლის დროს.

gorda.ge

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა