თელავის მუნიციპალიტეტში, ალაზანზე, მოქალაქე ელექტროშოკური აპარატით თევზაობდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის მორიგი ფაქტი გამოავლინეს.

თელავის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე, მოქალაქე ე.წ. ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატით ახდენდა უკანონო თევზჭერას.
ჩამორთმეული და დალუქულია სამართალდარღვევის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის თევზი.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.

წყარო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა