უახლოეს დღეებში, თბილისში ჰაერის ტემპერატურა ღამით -9, -7 გრადუსი იქნება

Sans titre 3გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას 25-31 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25-26 იანვარს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი, მაღალმთიან რაიონებში ზოგგან – ქარბუქი.

27 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ღამის მინიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია -7, -2, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -12, -7. თბილისში ჰაერის ტემპერატურა იქნება -9, -7 გრადუსი.

დღის მაქსიმალური ტემპერატურა 25-27 იანვარს დაბლობსა და ბარში იქნება -3, +2 გრადუსი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28-31 იანვარს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. 29 იანვრიდან ყინვა შესუსტდება.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა