თბილისის ზოოპარკში გაჩენილი ხანძარი

San8888888s titre 2თბილისის ზოოპარკში ცეცხლი ლიკვიდირებულია. თუმცა, ამ წუთებში ადგილზე კვლავ იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მათი ინფორმაციით სრულად დაიწვა თავლა და განადგურდა ცხოველთა საკვებიც.
გავრცელებული ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა თავლასთან მდგომი სამი ავტომობილის გადარჩენა შეძლეს.

თავლაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ზოოპარკის თანამშრომლები და ცხოველები არ დაშავებულან. მომხდარზე დროული რეაგირება ზოოპარკის ადმინისტრაციის დაცვის თანამშრომელმა მოახდინა, რომელმაც ცხენები თავლიდან გამოუშვა.

ცხენები ამ დროისთვის ვოლიერში იმყოფებიან.

ხანძარის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის ცნობილი არ არის. როგორც ზოოპარკში მყოფი მოქალაქეები ამბობენ, შესაძლოა ეს მოკლე ჩართვის ბრალი ყოფილიყო. ზოოპარკს ელექტროენერგია ამ დროისთვის არ მიეწოდება.

თბილისის ზოოპარკიდან მოქალაქეების ევაკუაცია არ მომხდარა.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა