სოფელი ტაბაწყური და ტაბაწყურის ტბა

Sans titre 2
საქართველოში მარგალიტებივით არის მიმოფანტული შვენიერი ადგილები. ყოველი ქართველი ამაყობს ქვეყნის სილამაზით, მაგრამ მათ უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვთ იმ ულამაზეს და უჩვეულო სოფელზე რომელსაც ტაბაწყური ჰქვია. ტაბაწყური ტბის მიდამოში სოფელია, რომელიც ნაევარკუნძულზეა გაშენებული და იშიფრება როგორც ტბის (ტაბის)ყურე, იგი ტბაშია შეჭრილი. ტბა წარმოქმნილია ვულკანის ამოფრქვევის შედეგად. ის საკმაოდ ღრმაა– 40.2მ. ასევე გამოირჩევა ცივი წლით, თითქმის შეუძლებელია მასში ბანაობა.აქ ძირითადად არის მთის ჰავა, ზაფხული მოკლე და გრილია. ნოემბრიდან ტერირორია თოვლით არის დაფარული 6თვის მანძილზე. ზაფხულში ცისფრად მოლივლივე ტბა, ნოემბერში სარკესავით იყინება. იმდენად სუფთაა ტბის წყალი, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ წლების მანძილზე გამოიყენებოდა სასმელად. ტაბაწყურის ტბა საუკუნეების მანძილზე ითვლებოდა თევზით მდიდარ ტბად. ამჟამად ტბაში 13 სახის თევზია წარმოდგენილი. ტბაზე არის კუნძული რომელზეც გაშენებულია სოფელი.

69671340535138სოფელი ტაბაწყური მდებარეობს (ზღვის დონიდან 2 200 მ.) ჯავახეთის ზეგანზე იგი ბორჯომის რაიონის ბოლო სოფელია, რომელიც ახალციხეს ესაზღვრება. სოფელ ტაბაწყურს ბორჯომის რაიონთან აკავშირებს ცხრაწყაროს უღელტეხილი, რომელიც ზამთარში იკეტება თუმცა, ზამთარში გადასვლა შესაძლებელია
ბურანებით(სნოუმობი- -ლებით). ამ ტერიტორიაზე, დიდი პოტენციალია ალპური სათხილამურო და ბურანების ტურების განვითარებისთვის. ტურები, სოფლის მახლობლად ხელოვნურად
გაშენებული ფიჭვნარია სადაც დასვენებაა შესაძლებელი. ასევე ტბის შუაგულში ულამაზესი პატარა კუნძულია, რომელზეც მოსახვედრად ადგილობრივებისგან კატერის ქირაობაა შესაძლებელი. სოფლის მოსახლეობის 99% სომხები შეადგენენ.

ისინი 1905 წელს სომხეთში თურქების გენოციდის შემდეგ დასახლდნენ. სოფელში არის სკოლა, სადაც 112 მოსწავლე სწავლობს სკოლის დირექტორი სეროჟ ყანდილიანია. ხშირად მოსახლეობა თავს იყრის იშაკ–მოედანზე და სოფლის კეთილდღეობაზე ერთობლივად განიხილავს. ამ მხარეში მოსახლეობა ძირითადად მისდევენ რძის პროდუქტების წრმოებას, მეთევზეობას და მესაქონლეობას. რაც შეეხეა კულტურულ მონაპოვარს მეოცე საუკუნის დასაწყისში ნაპოვნია ბრიჯაოს ხანის ოთხი ყორღანი(სამარხი). მათ საერთაშორისო მნიშვნელობა აქვთ. ხუროთმოძღვრების ძეგლებს სოფელში ორი ქართული და ერთი სომხური ეკლესიაა.
69671340535224
ამათგან სომხური ეკლესია მოქმედია, ხოლო ერთ–ერთი ქართული ეკლესიის ნანგრევები რომელსაც ადგილობრივები „წითელ საყდარს„ უწოდებენ (ქვების შეფერილობის გამო) IX საუკუნით თარიღდება ის 69671340535198დარბაზული ტიპის ერთნავიანი ეკლესიაა ყველა ამ ისტორიულ თუ არქეოლოგიურ უბანს გააჩნია ტურიზმის განვითარების პოტენციალი.აქ შეგიძლიათ დატკბეთ ერთსა და იმავე დროს როგორც კავკასიონის ულამაზესი ხედით ასევე შეიგრძნოთ ალპური ზონის ბუნების ხიბლი. ამ ადგილს ნებისმიერი ადამიანის განცვიფრება შეუძლია, წელიწადის ნებისმიერ დროს …

69671340535150

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა