Stoeger

შტოგერი ყველა სახისა და მოდიფიკაციის იარაღს აწარმოებს, რომლების ნადირობისა და სპორტისთვისაა განკუთვნილი.
იმასთან დაკავშირებით, რომ გაზრდილია ყურადღება სტოეგერის თოფებთან,   ასევე მის ხარისხსა და გამძლეობასთან,  მოგაწოდებთ მოკლე იმფორმაციას რადგან ყოველივე რაც კი ასოცირდება თურქულ ნაწარმთან, ამ შემთხვევაში თოფებთან, მონადირეებში იწვევს უნდობლობას მის ხარისხთან  დაკავშირებით, რა თქმა უნდა ამის საფუძველიც არსებობს, რადგან უმრავლესი თურქული მწარმოებელი ფირმები  აწარმოებენ არც თუ ისე ხარისხიან თოფებს. ამ შემთხვევაში ცოტა სხვაგვარადაა საქმე, როგორც სახელთან ასევე ამავე სახელით  წარმოებულ თოფთან.  სახელი STOEGERI  დაკავშირებულია ავსტრიელ ემინგრატთან ალექსანდრე ფეოდორისძე  სტოეგერთან, რომელმაც 1923 წელს მოიპოვა ლიცენზია ამერიკაში და კანადაში ეწარმოებინა  ევროპიდან იმპორტი მაუზერის და ლუგერის  სისტემის იარაღების. 1936 წელს ნუიორკში დაარსა კომპანია და გამოაქვეყნა იმპორტირებული იარაღების კატალოგი რითაც დაიმკვიდრა ექსკლუზიური იმპორტიორის სახელი ამერიკაში. 1990 წელს სტოეგერის კომპანია შეიძინა ფინურმა ფირმა საკომ, (SAKO) რომელიც აწარმოებდა მაღალი კლასის  სამონადირეო შაშხანებს. 2000 წელს კი საკო შეიძინა კომპანია BEREETA HOLDING SPA-ამ და გადასცა საკუთრებაში BENELLI  USA  კომპანის.   რაც შეეხება სტოეგერის სახელით წარმოებულ თოფს, მისი დაბადების ისტორია დაკავშირებულია მე-20-ე საუკუნის 80-იან წლებთან, ქალაქ სტამბულში მდებარე ერთ პატარა კომპანია ვირსანთან, (VIRSAN  SILAH  SANAYI  AS) რომელმაც გადაწყვიტა ზედმეტი გარჯისა და თავის ატკივების გარეშე  გადმოეღო  და ბენელთან  შეთანხმების გარეშე  ეწარმოებინა BENELLI  SUPER 90 M1-ის ზუსტი ასლი, რომელიც უკვე შედიოდა  უმსხვილესი იარაღების მწარმოებელ BERETTA GROUP ჰოლდინგში, ბენელი სარგებლობდა მაღალი რეპუტაციით, რაც გამოიხატებოდა თოფის წარმოების უმაღლესი  ხარისხით და მაღალი დიზაინის შესრულებით. მალევე ცნობილი გახდა, რომ თურქეთში იწარმოებოდა  ბენელის სისტემის ზუსტი ასლის თოფი შესაბამისი  ნებართვის გარეშე. რეაქციამაც არ დააყოვნა ცნობილი ბრენდების მხრიდან და დაიწყეს ვირსანის მიერ წარმოებული თოფის შესწავლა. გაირკვა რომ მიუხედავად დაბალი ხარისხის  და იაფიანი დეტალების გამოყენებით  მთლიანობაში როგორც თოფი ასევე თოფის ყველა დეტალი შესრულებული იყო მაღალ დონეზე, რამაც გაკვირვება  გამოიწვია ექსპერტებს შორის,  ამას მოჰყვა ბერეტას წარმომადგენლების ჩასვლა ვირსანის ქარხანაში  იმისათვის რომ კონტროლი გაეწია უნებართვო თოფების წარმოებისათვის. მოლაპარაკებების შედეგად 1998 წელს ბერეტამ შეიძინა ვირსანის კომპანიის საკონტროლო პაკეტის 51%. ოთხი წლის განმავლობაში ბერეტას ანალიტიკოსები აკვირდებოდნენ ვირსანის სამეწარმეო ციკლს, დაინახეს რა ქარხნის პოტენციალი მიიღეს გადაწყვეტილება  ქარხნის დახურვის და შემდეგში მისი გაყიდვის. იმავე ადგილზე  კი ბერეტამ ააშენა ახალი ქარხანა თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ქარხანას დაერქვა სახელი  STOEGER SILAH  SANAVI  AS, რომელიც 2003 წელს გადავიდა  BERETTA GRUP ჰოლდინგის კერძო საკუთრებაში და დაიწყო სტოეგერის სახელწოდებით თოფების გამოშვება. ქარხანა განთავსებულია 1500 მ/კვ, თანამშრომლების რაოდენობა შეადგენს 300 კაცს აქედან 55-ზე მეტი ინჟინერი და დიზაინერია. ყოველ წლიურად აწარმოებს  65000 ცალ თოფს, 30000 ცალ პისტოლეტს 150000 ცალ ლულებს გლუვლულიანი თოფებისთვის. მისი პროდუქცია იგზავნება ამერიკაში და  ევროპის მრავალ ქვეყანაში. ქარხნის  სამეწარმეო ძირითადი სიმძლავრე შემოტანილი იყო იტალიიდან ბენელლის ქარხნიდან, დანარჩენი კი სპეციალური დაკვეთით დამზადდა თურქეთსა და იაპონიაში. სტოეგერმა მალევე დაიმკვიდრა ადგილი ამ კლასის თოფებში, როგორც მარტივი, საიმედო ნახევრად ავტომატური  თოფი  ინერციული საკეტით, სადაც მექანიზმის  მუშაობის  პრინციპი  დაფუძვნებულია  თოფის  უკუცემის ენერგიის დაგროვებულ ხარჯზე.


Stoeger 2000

Stoeger 2000 Defense

შტოგერ 2000 გამოდის მრავალი მოდიფიკაციის. იარაღი საკმაოდ ხარისხიანი ნახევარავტომატია. მართალია ის ჩამოუვარდება იტალიურ ანალოგებს(მოდელი ბენელის ბაზაზეა დამზადებული), მაგრამ მიმართება ფასი-ხარისხი დაცულია. გამოირჩევა მკვეთრი სიბურჯღლით.
ნახევარავტომატი ინერციულ ავტომატიკაზეა(Benelli M1 Super 90 ბაზა), ლულის არხი ქრომირებულია. სანადირო მოდელებს სახსნელი ჩოკები აქვთ (მოდელ Stoeger 2000 Defense-ის ლულა ცილინდრია). ტევადობა 4+1 ვაზნა; კონდახი კაკლის ან პლასტიკატის; გააჩნია რეზინის ამორტიზატორი; უმეტესად ვენტილირებადი სამიზნე თამასით(Stoeger 2000 Defense-ს თამასა არა აქვს)


condor

სპორტული მოდელი condor გამოდის 12 და 20 ყალიბის. 70 ან 76 მმ სავაზნით. აქვს კარგი ბალანსი, ერთსახლეტიანი სელექტორული მექანიზმი. აღჭურვილია ავტომატური ეჟექტორებით. კაკლის კონდახი ორ სიბრტყეში რეგულირდება(ვერტიკალი-ჰორიზონლალი), რითაც შესაძლებელს ხდის გამოყენებული იქნას როგორ მემარჯვენეთათვის ისე მემარცხენეთათვისაც. ლულას გააჩნია გაზოდინამიური კომპენსატორები.


Longfowler

კომპანიამ ახალი სანადირო მოდელები გამოუშვა სახელწოდებით Longfowler. წარმოდგენილია რამდენიმე მოდიფიკაცია 12 ყალიბში, ვერტიკალური ან ჰორიზონტალური ლულების წყობით. ლულის სიგრძე 30 დიუმს შეადგენს, კონდახი და ტიბჟირი კაკლისაა, ხოლო კალაპოტი ფოლადის.
განსაკუთრებით საყურადღებოა(სასიხარულოც) მათი ფასი, რომელიც ამერიკის კონტინენტზე საშუალოდ 499 მწვანეს შეადგენს.


STOEGER M 3500

სტოეგერ 3500 წინა მოდელთან განსხვავდება იმით, რომ არის უფრო მძიმე, გააჩნია მასიური ჩარჩო ( რაშიდაც მოძრაობს საკეტი), ასევე შეცვლილია და არ გააჩნია საკეტზე წინა მბრუნავი თავის მიმმართველი, ჩარჩოს შესაბამისად დამიზნების გამარტივების მიზნით ამაღლებულია ლულაზე დარჩილული სავენტილაციო თასმა. გაზრდილია ლულის სიმტკიცე, რომლის სამუშაო წნევა აყვანილია 1050მგ/პასკალამდე, რაც იძლევა 64 გრამიანი საფანტის მქონე ვაზნის სროლის საშუალებას.


STOEGER M 3000

ნახევარავტომატი ინერციულ ავტომატიკაზეა. ტევადობა 4+1 ვაზნა; კონდახი კაკლის ან პლასტიკატის; გააჩნია რეზინის ამორტიზატორი; უმეტესად ვენტილირებადი სამიზნე თამასით. წონა 3.3 კგ. კალიბრი 12/76. ლულის სიგრძე 71სმ, 76 სმ.


Condor Supreme – 247

ვერტიკალური ტიპის სანადირო თოფი. 1 სასხლეტით, ეჯექტორით (ჰილზების ამომგდებით), სელექტორით (შესაძლებელია არჩევა, რომელი ლულიდან უნდა მსროლელს პირველი ვაზნის გასროლა), ინერციული სისტემით (უკუცემის ხარჯზე აყენებს მეორე ნემსს სასროლად მზა მდგომარეობაში, რათა თავიდან აიცილოს ორივე ვაზნის ერთად გასროლა). კალიბრი 12/76. ლულის სიგრძე: 71 სმ. ჩოკი: 5 ცვლადი ჩოკი. წონა: 3,3 კგ.

სტატია დამუშავებულია სპეციალურად Inadire.Ge – სთვის.
გამოყენებული ლიტერატურა.
gorda.ge – club-monadire.ge

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა