Inadire.Ge – ს ტურნირი სპორტინგში

[huge_it_slider id=”29″]
Inadire.Ge – ს  ორგანიზებით ჩატარდა ტურნირი სასტენდო სროლის სახეობა სპორტინგში, (დიდი სპრტინგის მოედანზე) რომელშიც მონაწილეობის უფლება ჰქონდა ყველა სრულწლოვან პირს. ტურნირი მიეძღვნა ანტიბრაკონიერულ მოძრაობას.

კენჭისყრის შემდეგ, დილის 9:00 საათზე, ტურნირის დაწყებამდე ყველა მონაწილე გაეცნო უსაფრთხოების და ტურნირის მცირედ შეცვლილ წესებს.

მონაწილეობა შეჯიბრში მიიღო 32– მა მონაწილემ, სანახაობა როგორც ყოველთვის საინტერესო, შემეცნებითი, და სპორტული უკომპრომისობით გამოირჩეოდა.

საპრიზო ადგილებზე გავიდნენ:
ზურაბ ეზიეშვილი – III (მესამე) ადგილი
ნიკოლოზ ჩუგუაშვილი – II (მეორე) ადგილი
ლევან ჩუგუაშვილი – I (პირველი) ადგილი

ვულოცავთ გამარჯვებულებს!!! დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მონაწილეს. შეგიძლიათ სურათებით შეეცადოთ ამ ლამაზი დღის აღქმა.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა