სოკო სულგუნით

Sans titre 12მასალა:
სოკო 300გრ.
სულუგუნი ყველი 100გრ.
ხახვი 1 თავი
გამდნარი კარაქი 2 ს/კ.
ოხრახუში და კამა 2-3 ძირი
მარილი გემოვნებით.

მომზადება:
სოკო გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და მოვხარშოთ მარილიან წყალში. ხახვი დავჭრათ ნახევარმთვარისებურად და შევწვათ გამდნარ კარაქში ოქროსფერი ფერის მიღებამდე. ხახვს დავამატოთ სოკო და შევწვათ 5–6 წუთის განმავლობაში დაბალ ტემპერატურაზე, მოვაყაროთ მარილი. ცეცხლგამძლე ჭურჭელზე გადავიტანოთ სოკო ხახვით, თავზე მოვაწყოთ სულგუნის ნაჭრები, გამოვაცხოთ 10 წუთი 200 °С ტემპერატურაზე, ოქროსფერი ფერის მიღებამდე. გავაფორმოთ წვრილად დაჭრილი მწვანილით.
Sans titre 14

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა