სოფელ ყულევში მდებარე ტბა ფართო წყალზე 500 მეტრიანი სახლართი ბადე იპოვეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხობის რაიონის სოფელ ყულევში მდებარე ტბა ფართო წყალზე პრევენციული ღონისძიება ჩაატარეს.
წყლის ზედაპირის დათვალიერების შედეგად ნაპოვნი იქნა ტბაში ჩაგდებული 500 მეტრამდე სიგრძის სახლართი ბადე.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბადეები წყლიდან ამოიღეს.
შედგა შესაბამისი აქტი.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა