ახალციხის რ-ნი სოფ. წნისში, მდინარე მტკვარზე, ნავითა და ელექტროშოკური აპარატით თევზაობდნენ

ახალციხის რ-ნი სოფ. წნისში მოქ. თეიმურაზ პაპიძე და ემზარ პაპიძე, მდინარე მტკვარზე, ნავითა და ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდნენ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ორი ფაქტი გამოავლინეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში, მოქალაქეები თეიმურაზ პაპიძე და ემზარ პაპიძე, მდინარე მტკვარზე, ნავითა და ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდნენ.

იმავე სოფელ წნისში, მოქალაქე ვანიკ მიკირტიჩიანი ​ასევე აკრძალული საშუალების – სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით თევზაობდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევებს ჩამოართვეს და დალუქეს აკრძალული იარაღები – სახლართი ბადე და ელექტროშოკური აპარატი.
ფაქტებთან დაკავშირებით შედგა შესაბამისი აქტები.

წყარო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა