სოფელ ტამიშში მგელმა სამი ადამიანი დაგლიჯა

ოჩამჩირის სოფელ ტამიშში მგელმა სამი ადამიანი დაგლიჯა, ორი მათგანი სოხუმის ერთი კი აგუძერას ჰოსპიტალშია გადაყვანილი, გავრცელებული ინფორმაციით მათ მგლის ნაკბენი თავის და გულმკერდის არეში აქვთ. დაზარალებულთაგან ერთი ქალია და ორი მამაკაცი. მათ ოპერაცია უკვე ჩაუტარდათ, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ „ნიუპოსტი“ ავრცელებს.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა