სოფელ ომალოში მონადირე დაიჭრა

თუშეთში, სოფელ ომალოში სასწრაფო სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 37 წლის ზურაბ იჭირაულს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადმოსაყვანად ამზადებენ.
გავრცელებული ონფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მონადირეა და სავარაუდოდ იარაღი სწორედ ნადირობისას გაუვარდა.

თუშეთის ექიმის, ირაკლი ხვედაგურიძის თქმით, მამაკაცს ჭრილობა ქვედა კიდურის მენჯ-ბარძაყის არეში აქვს მიყენებული. თელავის აეროპორტის ტერიტორიაზრ პაციენტის დასახვედრად მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმრების ბრიგადა.

წყარო: ipress.ge