სკუმბრია მაიონეზის ბაჟეში

Untitled 10სკუმბრია მაიონეზის ბაჟეში
რეცეპტის ინგრედიენტები:
2 ცალი მაიონეზი (200-220 გრამიან შეფუთვაში)
1 თავი ნიორი
1 ჩაის კოვზი ქინძი, უცხო სუნელი
მწიკვი ყვითელი ყვავილი
წითელი დაფქული წიწაკა და მარილი გემოვნებით
1 კონა ცოცხალი ქინძი
თევზი

მომზადების წესი
1. მაიონეზი ჩავასხათ ემალის ქაბში. დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, უცხო სუნელი, ქინძის სუნელი, ცოტაოდენი ყვითელი ყვავილი, წიწაკა, მარილი და წვრილად დაჭრილი ქინძი. დავასხათ თბილი წყალი (სასურველი სისქის მიღების შესაბამისად) და მოვურიოთ.
2. ამ მასაში შეგვიძლია ჩავალაგოთ ნებისმიერი სახის შემწვარი თევზი, თუმცა სასწაულად უხდება სკუმბრია!
ასევე შეგვიძლია ჩავაწყოთ შემწვარი ქათამი და მოხარშული კვერცხი. მოხარშული კვერცხის შემთხვევაში ნაკლები წყალი უნდა ვუქნათ, რადგან ეს მასა ცოტათი სქელი უნდა იყოს.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა