სკოლის მოსწავლეს სანადირო თოფი გაუვარდა და თვითდაზიანება მიიყენა

ცაგერში სკოლის მოსწავლეს სანადირო თოფი გაუვარდა და თვითდაზიანება მიიყენა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შემთხვევა სკოლის მოსწავლის საცხოვრებელ სახლში მოხდა.

დაშავებულ სკოლის მოსწავლეს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“ინტერპრესნიუსი”

ambebi.ge

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა