შვლის ნაკვალები

Untitled 3
შვლის ნაკვალევს საქართველოს მთისა და ბარის ტყეებში (შირაქის გარდა) ყველგან შეიძლება შევხდეთ. განსაკუთრებით მრავლად ბინადრობს კოლხეთის დაბლობის – პალიასტომის ტბის შემოგარენში, ღია ტორფის ჭაობიან ადგილებში, ლანჩხუთის, იმნათისა და ჭალადიდის სამონადირეო მეურნეობების ტერიტორიაზე.

აქ მობინადრე პოპულაცია ტერფის აგებულებით განსხვავდება სხვაგან გავრცელებული შვლების ტერფისაგან, მას მუდმივად ჭაობებში ყოფნის გამო ჩლიქები უფრო ფართე, გრძელი, ორჯერ მეტად გაზრდილი აქვს და ჩლიქის ნახევრები მოძრავად სამჯერ მეტად 10-14 სანტიმეტრის სიგანეზე იწევა, თავისებურ ფართე საბჯენს ქმნის და ჭაობებში აღარ იფლობა.
მთის ტყეებში შველი და ირემი ხშირად ერთსა და იმავე ადგილსამყოფელში ბინადრობენ, ნაკვალევებიც ერთმანეთში ირევა, მაგრამ მათი ნაკვალევების გარჩევა ერთმანეთისაგან ძალიან ადვილია, რადგან ირმის ნუკრსაც კი მნიშვნელოვნად დიდი ზომის ნაკვალევი აქვს ვიდრე ზრდასრულ შველს.

შვლის ჩლიქები პატარა და ლამაზი ფორმისაა, თანაც სიმეტრიულკიდეებიანი. თუმცა წინა კიდურის ჩლიქის გარეთა ნახევარი 03-05 მმ-ით ჩამორჩება შიგნითა ნახევარს. უკანა კიდურზე კი პირიქით გარეთა ნახევარი სჭარბობს. ეს მისი ნაკვალევის გამოსაცნობი საერთო ნიშანია.
ზრდასრული შვლის წინა კიდურის ჩლიქის სიგრძე 4.5 სანტიმეტრს, სიგანე 3 სმ-ს აღწევს, უკანა კიდურის ჩლიქების ანაბეჭდი შედარებით პატარაა-სიგრძე-სიგანე 4-3 სანტიმეტრს არ აღემატება. დედალი შვლის ნაკვალევი შედარებით პატარა ზომისაა. ვაცის ნაკვალევი შესამჩნევად განსხვავებულია, მისი ჩლიქები უფრო ოვალური, მაღალი, სიმეტრიულია და ყოველთვის მკვეთრ ანაბეჭდს ტოვებს. საერთოდ ახალგაზრდა შველს ჩლიქები სიმეტრიული, თანატოლი აქვს, მისი ანაბეჭდი სხეულის სიმსუბუქის გამო მშრალ ნიადაგზე სუსტადაა გამოხატული, თოვლსა და რბილ მიწაზე კი კარგად ეტყობა. ხანში შესულ შველს ჩლიქის ნახევრები უშნოდ და უსწორმასწოროდ წაზრდილი აქვს. ასე ემართება ტყვეობაში მყოფთაც.

წინა და უკანა კიდურებს შველიც მერიდიანულად ადგამს. ჩვეულებრივი ნელი სიარულისას წინა მარჯვენა კიდურის ნატერფალს ემთხვევა უკანა მარცხენა კიდურის ნატერფალი და ფარავს, ნაბიჯის სიგრძე ნელი სიარულისას 40-60 სმ-ს არ აღემატება, სირბილის დროს კი ნაკვალევი დაოთხილად მიდის და ნახტომის სიგრძე 4-6 მეტრს აღწევს. როგორც ირემი, შველიც უკანა კიდურების მეშვეობით ხტება და წინ პარალელურად გააქვს, წინა კიდურების ნაკვალევი კი ერთმანეთის მომდევნოდ უკანაა ჩამორჩენილი. დამფრთხალი შვლის ნახტომს დაღმართზე თან ახლავს გვერდითი თითების, (დამატებითი ჩლიქების) ანაბეჭდი, რაც იმის მაჩვენებელია, რომ მათ სამუხრუჭედ იყენებს.
შველს ჩვეულებად აქვს საწოლარის მოთხრა-თოვლისა და ფოთლის მიწამდე გადაქექვა, რითაც ვიგებთ, რომ აქ შველი ბინადრობს. მის არსებობას ვიგებთ ექსკრემენტებითაც.

შეგახსენებთ! შველზე ნადირობა აკრძალულია და ისჯება კანნონით!!!

Untitled 9

Untitled 5

Untitled 7

Untitled 8

შეგახსენებთ! შველზე ნადირობა აკრძალულია და ისჯება კანნონით!!!

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა