შოშია



შოშია გვხდება ევროპაში, გარდა უკიდურესი ჩრდ. ნაწილისა, აზიაში, სადაც დასავლეთით აღწევს მონღოლეთამდე, ჩ. – დ. ინდოეთამდე, ჰიმალაიმდე, ბაიკალამდე, ჩ. – დ. აფრიკაში, ეგვიპტეში.

საქართველოს ფარგლებში შოშია გვხდება თითქმის ყველგან როგორც მოზამთრე, მობინადრე და მიმომფრენი ფრინველი. ზოგ ადგილას გვხდება მრავალრიცხოვნად. ვერტიკალურად ვრველდება 2270 მ – მდე.

ბინადრობს ტყეებში, ჭალებში, ველებზე არსებულ განმარტოებით მდგომ ხეებზე, ადამიანის სამოსახლოს მიდამოში, ზოგჯერ ეზოებში, ქალაქების განაპირა უბნებში. ბუდეს იკეთებს ხეებზე, ხშირად ხელოვნურად მოწყობილ საბუდრებში. დებს 4 – 8 კვერცხს, კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 15 დღემდე. საკვებს შეადგენენ მწერები, (მათ შორის დიდი რაოდენობით ანადგურებს მავნე ფორმებს), ობობები, მცენარეთა თესლები, კენკრა, ხილი (მეტწილად ალუბალი, ბალი), ზოგ ადგილას ყურძენი. მავნე მწერების მასობრივად განადგურებით შოშიას სახალხო მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს.

ცნობილია შოშიის 14 ქვესახე, რომელთაგან საქართველოში გვხდება:
კავკასიური შოშია – Sturnus vulgaris caucasicus, გვხვდება როგორც მობინადრე ფრინველი აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში, ხოლო დასავლეთ საქართველოსათვის ი. ჩხიკვიშვილის (1951) გადმოცემით იგი იშვიათად მობუდარ ფორმას წარმოადგენს.

ანატოლიური შოშია – Sturnus vulgaris purpurescens, ყველგან მრავალრიცხოვნად გვხდება როგორც მობუდარი ფორმა.
ი. ჩხიკვიშვილის (1950) ცნობით საქართველოს ფარგლებში გვხვდება აგრეთვე ჩვეულებრივი შოშია – Sturnus vulgaris vulgaris, რაც დემენტიევისა და სხვათა (1954) გამოკვლევებით არ დასტურდება

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა