შიშისგან გარეთ ბავშვებს ვერ ვუშვებთ“ – მგლების შემოსევა სამეგრელოში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში მგლების შემოსევაა.მოსახლეობა როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას დამარებას სთხოვს და თანადგომისკენ მოუწოდებს. მათი განცხადებით, აზიური ფაროსანამ სოფლის მოსავალი სრულად გაანადგურა, ახლა კი საფრთხე მათ ერთადერთ შემოსავალს ემუქრება.

ურთის მკვიდრი გებენი ცაიშვილი აცხადებს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით ოცამდე პირუტყვია დაგლეჯილი.

”არაერთხელ მივმართეთ როგორც ურთის რწმუნებულს ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოცამდე საქონელი დაგვიგლიჯა, ნაწილი დაკარგულია, ალბათ ისინიც მგელმა შეჭამა.ვითხოვთ დახმარებას და შესაბამისი ორგანოებიდან მოკვლის უფლებას.არ არის გამორიცხული მგელი სახლში, საკარმიდამო ტერიტორიაზე შემოვიდეს და ადამიანებიც დაგგვლიჯოს.შიშისგან ბავშვებს გარეთ ვერ ვუშვებთ.”

მეთევზეთა და მონადირეთა კლუბის წევრის ბაჩანა კვირკველიას განცხადებით, მგლები მასიურად არიან მოდებულები.

”საკმაოდ რთული ვითარებაა. ეს არა მხოლოდ პირუტყვს უქმნის საფრთხეს, არამედ ადამიანებსაც. არ არის გამორიცხული საკარმიდამო ტერიტორიებზეც და სახლებშიც შემოვიდნენ. მდგომარეობა რთულია, ჩვენ თუ მოგვცეს ლიკვიდირების უფლება მოსახლეობას აუცილებლად დავეხმარებით, თუ არ მოგვცემენ იმხელა ჯარიმებია ნამდვილად ვერ გადავიხდით,”- აცხადებს კვირკველია.

თავად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ურთის გამგებლის წარმომადგენელის ბადრი ნინუას განცხადებით, ურთის მთაში ბინადარი მგლები წითელ წიგნში არიან შესულები და შესაბამისად ლიცენზიების გაცემის საკითხი სხვადასხვა უწყებებთან კოორდინირებით ხდება.

”სოფელ ურთაში წუხელ ღამით მგელმა ორი სული საქონელი დაგლიჯა. ზოგადად მგლების არსებობის შესახებ ინფორმირებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ზომები უკვე მიღებულია.ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში გაიცა ნებართვა ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. ყველას გვახსოვს, აგვისტოშიც ლიკვიდირებულ იქნა ორი მგელი. მაშინ მოსახლეწობას იგივე მოთხოვნა ჰქონდა, რომ ლიკვიდაციის ნებართვა არ აღემატებოდა მგლების რაოდენობას, ამიტომაც ადგილობრივებმა მოითხოვეს დამატებით ლიცენზიის გაცემა და ზემდგომ ორგანოებში ამაზეც იყო საუბარი. არსებული ინფორმაციით ეს მგლები წითელ წიგნში არიან შესულები და შესაბამისად ლიცენზიების გაცემის საკითხი სხვადასხვა უწყებებთან კოორდინირებით ხდება,” – განაცხადა ურთის გამგებლის წარმომადგენელმა ბადრი ნინუამ.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა