მკვლევარებმა დაადგინეს, რომ შინაური ბინადრები ბავშვებს ასთმისაგან იცავენ

sans-titre-2
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ შინაური ბინადრები ბავშვებს ასთმისაგან იცავენ

მკვლევარები განმარტავენ, თუ რატომ არ უნდა დაუშალონ მშობლებმა ბავშვებს შინაურ ბინადრებთან თამაში. აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომლებიც ცხოველებთან ერთად ცხოვრობენ, 57%-ით ნაკლებად იტანჯებიან ალერგიით, ასევე, 54%-ით იშვიათად ავადდებიან ასთმით.

უახლეს კვლევებში მსოფლიოს 14 ქვეყნიდან ასი ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. ექსპერიმენტის ფარგლებში შესწავლილ იქნა მათი სამედიცინო ისტორიები. აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც სახლში შინაური ცხოველები ჰყავთ, 54%-ით ნაკლებათ ემართებათ ასთმა და 57%-ით – ალერგია.

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ცხოველის ორგანიზმში ბინადრობს განსაკუთრებული მიკრო ორგანიზმები, რომლებიც ადამიანის იმუნური სისტემის ფორმირებასა და გაძლიერებაზე დიდ გავლენას ახდენს.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა