შავი კოდალა

[huge_it_slider id=”26″]

შავი კოდალა – Dryocopus martius – Желна

შავი კოდალა მოიპოვება ევროპაში, აზიის დიდ ნაწილში.

საქართველოში შავი კოდალა ფართოდაა გავრცელებული როგორც მობინადრე ფრინველი. ვერტიკალრუად ვრცელდება 2000 მ – მდე.

შავი კოდალა ბინადრობს ტყეებში, ჭალებში, ზოგჯერ ბაღებში, ადამიანის სამოსახლოს მიდამოში. ბუდეს იკეთებს მაღალ ხეზე, ფუღუროში. დებს 3 – 5 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 12 – 14 დღემდე. ძირითად საკვებს შეადგენენ მწერები და მათი მატლები. მავნე მწერების მასობრივად განადგურებით შავ კოდალას სახალხო მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს.

ცნობილია ამ ფრინველის რამდენიმე ქვესახე, რომელთაგან საქართველოში გვხდება დასავლური შავი კოდალა – Dryocopus martius penetorum

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა