შავარდნისნაირნი – ფრინველთა ხმები

შაკი – Pandion haliaetus მთის არწივი – Aquila chrysaetos ბეგობის არწივი – Aquila heliaca ჩია არწივი – Hieraaetus pennatus
კაკაჩა – Buteo buteo ველის კაკაჩა – Buteo rufinus ფეხბანჯგვლიანი კაკაჩა – Buteo lagopus სონღული – Falco rusticolus
ბოლოკარკაზი – Pernis apivorus ფსოვი – Haliaeetus albicilla შავი ძერა – Milvus migrans ბორა – Milvus milvus
ქორი – Accipiter gentilis ბარი – Falco cherrug თვალშავი – Accipiter brevipes მიმინო – Accipiter nisus
გრძელფეხა არწივი – Circaetus gallicus მინდვრის ბოლობეჭედა – Circus cyaneus მდელოს ბოლობეჭედა – Circus pygargus ჭაობის ბოლობეჭედა – Circus aeruginosus
კრავიჭამია – Gypaetus barbatus ფასკუნჯი – Neophron percnopterus სვავი – Aegypius monachus ორბი – Gyps fulvus
შავარდენი – Falco peregrinus მარჯანი – Falco subbuteo ალალი – Falco columbarius წითელფეხა შავარდენი – Falco vespertinus
კირკიტა – Falco tinnunculus ველის კირკიტა – Falco naumanni

უკან დაბრუნება, ფრინველთა ხმების კატეგორიაში


შავარდნისნაირნი (Falconiformes) — ფრინველთა რიგი. მოიცავს მთელ მსოფლიოში გავრცელებულ (გარდა ანტარქტიკისა) 81 გვარის 274 სახეობის დღის მტაცებელ ფრინველს. მათი სხეულის მასა 60 გ-იდან 12 კგ აღწევს. მონოგამები არიან, ქმნიან მტკიცე წყვილებს. ბუდობენ ხეებზე, ნიადაგზე, კლდეებზე, ხანდახან სხვის ბუდეებსაც იყენებენ. უმრავლესობა ცხოველური საკვებით იკვებება. ახასიათებს ვიწრო კვებითი სპეციალიზაცია. სქესმწიფობას წვრილი ფორმები აღწევენ 1 წლის, მსხვილები 3-4 წლის ასაკში. რიგი მოიცავს 7 ოჯახს: ნეოკათარტისებრნი, ამერიკული სვავისებრნი, ტერატორნითიდისებრნი, ფრინველ-მდივნისებრნი, ქორისებრნი, შაკისებრნი, შავარდნისებრნი.