სეზონის დაწყებიდან დღემდე, ნადირობის წესების დარღვევის 334 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის დაწყებიდან დღემდე, ნადირობის წესების დარღვევის 334 ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 115 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით – 100 ფაქტი, აჭარის რეგიონული სამმართველოს შემთხვევაში – 34 ფაქტი, კახეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე – 30 ფაქტი, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე – 24 ფაქტი, თბილისის მასშტაბით – 20 ფაქტი, ხოლო ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების შემთხვევაში – 11 ფაქტი.

აქედან, 30 შემთხვევაში, სამართალდამრღვევები აკრძალული იარაღისა და მეთოდების – ხმოვანი სიგნალის გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების – ე.წ. “მანოკი”, “პროჟექტორი”, ელექტროფარი – გამოყენებით ნადირობდნენ. 4 შემთხვევაში ნადირობის ფაქტი დაცულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა.

ამავე პერიოდში, ამოღებულია 112 ერთეული დაურეგისტრირებელი სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი).

წყარო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა