საზომი ერთეულები
სიგრძის საზომი ერთეულები
დასახელება | სიმბოლო | აღწერა |
ანგსტრემი | Å | 0,1 ნანომეტრი ანუ მეტრის მეათმილიარდედი ნაწილი (10-10 მ.). ანგსტრემი ხშირად გამოიყენებოდა ფიზიკაში, ამჟამად მისი ჩანაცვლება ხდება ნანომეტრით. 1 ანგსტრემი მიახლოებით უდრის ელექტრონის ორბიტის დიამეტრს არააღგზნებულ წყალბადის ატომში. |
ნანომეტრი | nm | მეტრის მემილიარდედი ნაწილი (10-9 მეტრი). უდრის 10 ანგსტრემს. |
მიკრომეტრი | µm | მეტრის მემილიონედი ანუ მილიმეტრის მეათასედი ნაწილი |
მილიმეტრი | mm | მეტრის მეათასედი ნაწილი |
დეციმეტრი | dm | მეტრის მეათედი ნაწილი |
სანტიმეტრი | cm | მეტრის მეასედი ნაწილი |
მეტრი | m | მანძილი, რომელსაც სინათლე გადის ვაკუუმში 1/299 792 458 წამში |
კილომეტრი | km | უდრის 1000 მეტრს |
მილი | mi | გამოიყენება საგზაო მანძილების გასაზომად. უდრის 1.609344 კმ. |
საზღვაო მილი | M, NM, nmi | გამოიყენება ავიაციასა და ზღვაოსნობაში მანძილის გასაზომად. უდრის 1.852 კმ |
ფუტი | ft | სიგრძის არამეტრული საზომი ერთეული. უდრის 30.48 სმ. |
იარდი | yd | სიგრძის არამეტრული საზომი ერთეული. უდრის 0.9144 მ.(3 ფუტს) |
დუიმი (ინჩი) | in | სიგრძის არამეტრული საზომი ერთეული, 1/12 ფუტი. უდრის 2.54 სმ. |
უნიტი | U | სპეციალური მოწყობილობების (სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული, მუსიკალური, ენერგეტიკული) სიმაღლის საზომი ერთეული, რომლებიც თავსდება სამაგრი კონსტრუქციების მქონე სპეციალურ კარადაში ან სადგამზე. უდრის 44.45 მმ. |
სინათლის წელი | ly | მანძილი, რომელსაც სინათლე გადის ვაკუუმში გრავიტაციული ველების ზემოქმედების გარეშე, ერთ იულიანურ წელში. უდრის 9 460 730 472 580.8 კმ (63 241.1 ასტრონომიულ ერთეულს) |
ასტრონომიული ერთეული | au | უდრის 149 597 870.700 კმ. (საშუალო მანძილს მზესა და დედამიწას შორის) |
პარსეკი | pc | სიგრძის ერთეული, რომელიც გამოიყენება მანძილის გასაზომად ასტრონომიაში. დასახელება შედგენილია სიტყვებისაგან parallax და second. დედამიწიდან ერთი პარსეკის (პს) მანძილზე დაშორებული ობიექტის წლიური ტრიგონომეტრიული პარალაქსი უტოლდება ერთ სეკუნდს. ამგვარად, პარსეკი არის მანძილი რომლიდანაც დედამიწის ორბიტის საშუალო რადიუსი (1 ა.ე. ) ჩანს ერთი სეკუნდის კუთხით. 1 პარსეკი = 3.2616 სინათლის წელს |
ადლი | სიგრძის საზომი ერთეული ძველ საქართველოში. იხმარებოდა მეტრული სისტემის შემოღებამდე და უდრიდა 2 წყრთას (დაახლოებით 101,15 სმ.) | |
არშინი | ძველებური რუსული სიგრძის საზომი ერთეული, უდრის 71.12 სმ. იხმარებოდა მეტრული სისტემის შემოღებამდე. | |
აღაჯი | სიგრძის საზომი ერთეული ძველ საქართველოში. თავდაპირველად იგი გზებზე დასმულ ბოძებს შორის მანძილს გამოხატავდა. შემდეგ იგი დროზე დამყარებული საზომი გახდა და მხედრის მიერ ერთ საათში გავლილ მანძილს უდრიდა. ამის გამო მისი ზომა სხვადასხვა დროს 5.7-6.7 კმ. ფარგლებში მერყეობდა. | |
ბიჯი | საზომი ერთეული ძველ საქართველოში. შეადგენდა ორ ნაბიჯს. თავდაპირველად უდრიდა 1.4 მ., შემდგომ 1 ადლს(დაახლოებით 101,15 სმ). | |
გოჯეული | სიგრძის საზომი ერთეული ძველ საქართველოში. უდრიდა 2 გოჯს. | |
გოჯი | სიგრძის საზომი ერთეული ძველ საქართველოში. მანძილი ცერის ბოლო სახსრიდან ფრჩხილის წვერამდე, 9 ხორბლის მარცვლის ტოლი. უდრის დაახლოებით 3,16 სმ. | |
ეჯი | მანძილის საზომი ერთეული XII-XVIII საუკუნეების საქართველოში. უდრიდა 6-7,5 კმ. ეჯი იყო მანძილი, რომელსაც აქლემი ერთ საათში გადის. | |
თითი | სიგრძის საზომი ერთეული ძველ საქართველოში. უდრიდა საშუალო ტანის ადამიანის შუა თითის სიგანეს, დაახლოებით 2,1 სმ. | |
თოფი | საზომი ერთეული ძველ საქართველოში. XVIII საუკუნეში საქართველოში თოფით იზომებოდა ქსოვილი. თოფის სიდიდე იყო 8-10 მეტრი (8–10 ადლი). | |
მანძილი | მანძილის საზომი ერთეული XVIII საუკუნის საქართველოში. შემოვიდა ირანიდან, უდრიდა 15.5 კმ. | |
მტკაველი | სიგრძის საზომი ერთეული საქართველოში XIX საუკუნემდე, მანძილი გაშლილ ცერსა და ნეკს შორის. უდრიდა დაახლოებით 25,3 სმ. | |
პირი | დაჭრილი შეშის საზომი. უდრიდა 1/4 საჟენს (დაახლოებით 53 სმ.) | |
საჟენი | ძველებური რუსული სიგრძის საზომი ერთეული; უდრის 2.13 მ. (3 არშინი). იხმარებოდა მეტრული სისტემის შემოღებამდე. | |
ფარსანგი | იგივე ეჯი. მანძილის საზომი ერთეული XII-XVIII საუკუნეების საქართველოში. უდრიდა 6-7,5 კმ. ეჯი იყო მანძილი, რომელსაც აქლემი ერთ საათში გადის. | |
ციდა | სიგრძის საზომი ერთეული საქართველოში. მანძილი გაშლილ ცერსა და საჩვენებელი თითის წვერს შორის. უდრიდა დაახლოებით 18 სმ. | |
წყრთა | სიგრძის საზომი ერთეული ძველ საქართველოში. მანძილი იდაყვიდან შუა თითის ბოლომდე. უდრიდა დაახლოებით 51 სმ. |
წონის საზომი ერთეულები
დასახელება | სიმბოლო | აღწერა |
გრამი | g | კილოგრამის მეათასედი ნაწილი. უდრის ერთი კუბური სანტიმეტრი ქიმიურად სუფთა დისტილირებული წყლის წონას ყინულის დნობის ტემპერატურაზე. |
კილოგრამი | kg | ერთეულთა საერთაშორისო სისტემის ერთ–ერთი ერთეული. უდრის კილოგრამის საერთაშორისო ეტალონის მასას. ეტალონი წარმოადგენს პლატინა–ირიდიუმის შენადნობის ცილინდრს, რომლის სიმაღლე და დიამეტრი 39.17 მმ–ია, ხოლო მასალა პლატინა (90%) და ირიდიუმი (10%) |
ატოგრამი | ag | უდრის 10 -18 გრამს. |
ფემტოგრამი | fg | უდრის 10-15 გრამს. |
პიკოგრამი | pg | უდრის 10-12 გრამს. |
ნანოგრამი | ng | უდრის 10-9 გრამს. |
მიკროგრამი | μg | გრამის ერთი მემილიონედი ნაწილი (10-6 გრამი) |
მილიგრამი | mg | გრამის მეათასედი ნაწილი (10-3 გრამი) |
მეგაგრამი | Mg | უდრის მილიონ გრამს (1 ტონას) |
გიგაგრამი | Gg | უდრის 109 გრამს. |
ტერაგრამი | Tg | უდრის 1012 გრამს. |
პეტაგრამი | Pg | უდრის 1015 გრამს. |
ექსაგრამი | Eg | უდრის 1018 გრამს. |
ზეტაგრამი | Zg | უდრის 1021 გრამს. |
იოტაგრამი | Yg | უდრის 1024 გრამს. |
ცენტნერი | უდრის 100 კგ. (გერმანიაში უდრის 50 კგ.) | |
ტონა | t | უდრის 1000 კგ. |
დეციტონა | dt | ტონის მეათედი ნაწილი |
დეკატონა | dat | უდრის 10 ტონას |
ჰექტოტონა | gt | უდრის 100 ტონას |
კილოტონა | kt | უდრის 1000 ტონას |
მეგატონა | Mt | უდრის მილიონ ტონას |
გიგატონა | Gt | უდრის 109 ტონას. |
ტერატონა | Tt | უდრის 1012 ტონას. |
პეტატონა | Pt | უდრის 1015 ტონას. |
ექსატონა | Et | უდრის 1018 ტონას. |
ზეტატონა | Et | უდრის 1021 ტონას. |
იოტატონა | Yt | უდრის 1024 ტონას. |
პენივეიტი | dwt | ძვირფასი ლითონებისა და ქვების ბრიტანული საზომი ერთეული. უდრის 1.555 გრ. |
კარატი | ct | ძვირფასი ქვების წონის საზომი ერთეული. უდრის 0.2 გრ. |
გრანი | gr | იგივე ტროას გრანი. გამოიყენება აშშ–სა და დიდ ბრიტანეთში სამხედრო სფეროში (ძირითადად ცეცხლსასროლ იარაღთან მიმართებაში) ტყვიების წონის გასაზომად. ასევე ხანდახან მედიკამენტების დოზირებისას. უდრის 0.0648 გრ. |
ტროას უნცია | oz t | იგივე სააფთიაქო უნცია. ტროას ფუნტის მეთორმეტედი. უდრის 31.1034768 გრ. |
ტროას ფუნტი | lb t | იგივე სააფთიაქო ფუნტი. უდრის 373.2417216 გრ. |
უნცია (ounce) | oz | უდრის 28.3495 გრამს |
ფუნტი (pound) | lb, lbs | უდრის 453.592 გრამს |
ბათმანი | საწყაო და წონის ერთეული ირანში, ოსმალეთში, რუსეთსა და საქართველოში. XVIII საუკუნეში საქართველოში გავრცელებული იყო ირანული ბათმანი (საშუალოდ 3 კგ.) და ოსმალური ბათმანი (საშუალოდ 7.3 კგ.). ოსმალურ ბათმანს აღმოსავლეთ საქართველოში თილანის ბათმანი ან თილანი ეწოდებოდა. XIX საუკუნეში საქართველოში ბათმანის წონა ცვალებადი იყო. | |
გორა | მარცვლეულისა და სითხის საწყაო XVI-XVIII საუკუნეებში ლეჩხუმში. ტევადობა — საშუალოდ 32 კგ (ლ). | |
ზურგი | საწყაო და წონის ერთეული. მოხსენებულია XV-XVI საუკუნეების ქართულ ისტორიულ წყაროებში. იხმარებოდა თივის, ფეტვის, კანაფის, სელისა და ღვინის საზომად. იყენებდნენ XVII და XIX საუკუნეებშიც. ზურგი გულისხმობდა ისეთი სიმძიმის ტვირთს (დაახლოებით 32 კგ), რომლის მოკიდებაც შეეძლო ერთ ადამიანს. | |
თაღარი | მარცვლეულის საწყაო საქართველოში (XVIII-XIX საუკუნეებში). თაღარი შეადგენდა 30 ლიტრს (დაახლოებით 90-100 კგ). | |
კაბიწი | მარცვლეულის საწყაო ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში. საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული VI-XVI საუკუნეებში, იშვიათად ხმარობდნენ XVII-XVIII საუკუნეებშიც. XIII-XV საუკუნეების I ნახევარში კაბიწი საშუალოდ შეადგენდა 10 კგ. XV საუკუნის II ნახევარში და XVI საუკუნეში — 17,8 კგ. XVIII საუკუნის დასაწყისში კაბიწი სამკოდიანი (90 კგ) საწყაო იყო და თაღარს შეესაბამებოდა. | |
კანტარი (კინტარი) | წონის ერთეული შუა საუკუნეებში აღმოსავლეთის ქვეყნებში. სამხრეთ საქართველოში გავრცელდა ოსმალეთიდან. კანტარის სიდიდე სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა იყო. XIX საუკუნეში ახალციხის მაზრაში კანტარი იყო 30 ოსმალური ბათმანი ანუ 220 კგ. | |
კოდი | მარცვლეულის საწყაო XV-XIX საუკუნეებში საქართველოში. კოდის მასა სხვადასხვაა. ცნობილია 8-, 10- და 12- ლიტრიანი კოდები. „სწორ“ (კანონიკურ) კოდში 10 ლიტრი ხორბალი ან 8 ლიტრი ქერი ჩადიოდა. ლიტრის მასური ოდენობის ზრდამ განაპირობა კოდის ტევადობის ზრდაც. 10-ლიტრიანი კოდი XVI საუკუნეში იტევდა 18 კგ. XVII საუკუნეში — 25,8 კგ. XVIII საუკუნეში — 30-34 კგ. XIX საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში კოდის სიდიდე 50 კგ-მდე გაიზარდა. რაჭაში გავრცელებული იყო „ლომკაცის კოდი“ , რომელიც 41 კგ იტევდა. სამხრეთ საქართველოში XIX საუკუნემდე კოდის სიდიდე 18 კგ იყო. | |
მათრიხი | მარცვლეულის საწყაო XVIII საუკუნის აღმოსავლეთ საქართველოში. შეადგენდა 0.9 კგ. | |
მახათელი | ღომისა და მარილის საწყაო XVI საუკუნის დასავლეთ საქართველოში, უდრიდა 2 ქილას ანუ 29 კგ. | |
ნაოთხალი | მარცვლეულის საწყაო დასავლეთ საქართველოში, კოდის 1/4. XVI-XVIII საუკუნეებში იტევდა 4,5-6 კგ მარცვლეულს, XIX საუკუნეში რაჭაში – 8-10 კგ-ს. | |
ნიტრა | უდრიდა 10 კგ. | |
ოყა | წონის ერთეული ძველ საქართველოში. უდრის 1.36 კგ. | |
საპალნე | აქლემის – 224-294 კგ., ცხენის – 147 კგ., ვირის – 65 კგ. | |
სტილი | წონის ერთეული XVII—XVIII საუკუნეებში ირანსა და საქართველოში. საქართველოში შეადგენდა ლიტრის 1/20-ს. XVII საუკუნის მიწურულამდე უდრიდა 128,8 გრამს, XVIII საუკუნეში — 153-165,6 გრამს. | |
ტაგანა | მარცვლეულის საწყაო ერთეული XVIII საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში. სულხან-საბა ორბელიანის ცნობით, შეადგენდა კოდის 1/8. ე. ი. ,25 ლიტრს ანუ 3,75 კგ. ეთნოგრაფიის ყოფაში ტაგანა სახელად ხის ჭურჭელს შემორჩა. | |
ფუთი | უდრის 16 კგ. |
ფართობის საზომი ერთეულები
დასახელება | სიმბოლო | აღწერა |
კვადრატული მეტრი | m2 | 1 კვ.მ. არის კვადრატის ფართობი, რომლის გვერდიც 1 მეტრის ტოლია. უდრის 10 000 კვ.სმ. (100 სმ. X 100 სმ.) |
კვადრატული კილომეტრი | km2 | უდრის 1 000 000 კვ.მ. |
სანტიარი | ca | ფართობის საზომი ერთეული მეტრულ სისტემაში. უდრის 1 კვ.მ. |
არი | a | უდრის 100 კვ.მ. |
ჰექტარი | ha | უდრის 10 000 კვ.მ. |
აკრი | ac | მიწის ფართობის საზომი ერთეული. უდრის 4046.86 კვ.მ. |
ირლანდიური აკრი | ფართობის საზომი ერთეული. უდრის 6600 კვ.მ. | |
დუნამი | ფართობის საზომი ერთეული. გამოიყენება ისრაელში, ლიბანში, იორდანიაში, თურქეთში. უდრის 1000 კვ. მ. | |
დღიური | ფართობის საზომი ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში; გულისხმობდა მიწის იმ რაოდენობას, რასაც გუთნეული ერთ დღეში მოხნავდა. დღიურის სიდიდეს განაპირობებდა სამუშაო დღის ხანგრძლივობა, გამწევი ძალა და ნიადაგის ხარისხი. ქართულ წყაროებში გვხვდება XVI საუკუნიდან. XIX საუკუნეში დღიური 0,39-0,5 ჰა უდრიდა. | |
ქცევა | მიწის ფართობის საზომი ერთეული დასავლეთ საქართველოში. უდრიდა დაახლოებით 3600 კვ.მ. |
სიჩქარის საზომი ერთეულები
დასახელება | სიმბოლო | აღწერა |
კილომეტრი საათში | km/h | უდრის 0.28 მეტრს წამში. |
მეტრი წამში | m/s, m·s-1 | უდრის 3.6 კილომეტრს საათში. |
მილი საათში | mph | უდრის 1.61 კილომეტრს საათში. |
საზღვაო მილი საათში | mi/h | უდრის 1.85 კილომეტრს საათში. |
კვანძი | უდრის 1 საზღვაო მილს საათში (1.85 კილომეტრს საათში). | |
ფუტი წამში | fps | უდრის 1.1 კილომეტრს საათში. |
სინათლის სიჩქარე | c | ნებისმიერი ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელების სიჩქარე ვაკუუმში. დღესდღეობით მაქსიმალურად შესაძლო სიჩქარე ბუნებაში. უდრის 299 792 458 მ/წმ (დაახლოებით 300 000 კმ/წმ) |
ბგერის სიჩქარე | ბგერითი ტალღის გავრცელების სიჩქარე ჰაერში +20 C–ზე უდრის 343.2 მ/წმ (1236 კმ/სთ), წყალში (ტემპერატურა +20 C, წნევა 1 atm, სიმკვრივე 998.2 kg/m3) – 1482 მ/წმ, რკინაში – 5120 მ/წმ. სიჩქარე ცვალებადია და დამოკიდებულია როგორც ტემპერატურაზე, ასევე გავრცელების არეალზე. სითხეებში ბგერა უფრო სწრაფად გადაადგილდება ვიდრე აირებში და უფრო ნელა ვიდრე მყარ სხეულებში. მშრალ (0% ტენიანობა) ჰაერში ბგერის სიჩქარე გამოითვლება შემდეგი ფორმულით: ბგერის სიჩქარე = (331.3 + 0.606 X t) მ/წმ–ში (t არის ტემპერატურა ცელსიუსში). ტენიანობის მომატება ბგერის სიჩქარეს ზრდის მიახლოებით 0.1–0.6%–ით. |
მოცულობის საზომი ერთეულები
დასახელება | სიმბოლო | აღწერა |
ლიტრი | l | უდრის 0.001 კუბურ მეტრს |
მილილიტრი | ml | უდრის 0.001 ლიტრს |
დეკალიტრი | dal | უდრის 10 ლიტრს. გამოიყენება მეღვინეობაში. |
კუბური მეტრი | m3 | უდრის 1000 ლიტრს |
სუფრის კოვზი | tbsp | უდრის 0.015 ლიტრს (15 მილილიტრს) |
ჩაის კოვზი | tsp | უდრის 4.93 მილილიტრს |
სამედიცინო წვეთი | უდრის 1/12 მილილიტრს | |
მეტრული წვეთი | უდრის 1/20 მილილიტრს | |
დეში | უდრის 0.5 მილილიტრს (4–5 წვეთს) | |
ამერიკული თხევადი კვარტა | qt | უდრის 0.946 ლიტრს |
ამერიკული მშრალი კვარტა | US qt dry | უდრის 1.101 ლიტრს |
იმპერიული (ბრიტანული) კვარტა | UK qt | უდრის 1.136 ლიტრს |
ამერიკული თხევადი პინტა | US pt | უდრის 0.473 ლიტრს |
ამერიკული მშრალი პინტა | US pt dry | უდრის 0.551 ლიტრს |
იმპერიული (ბრიტანული) პინტა | pt | უდრის 0.568 ლიტრს |
ამერიკული თხევადი უნცია | US fl oz | უდრის 0.029 ლიტრს; 1 ლიტრი = 33.8140 ამერიკულ თხევად უნციას |
იმპერიული (ბრიტანული) თხევადი უნცია | UK fl oz | უდრის 0.028 ლიტრს |
ამერიკული ბარელი (ნავთობის) | US bbl oil | ნავთობის მოცულობის საზომი ერთეული. უდრის 158.99 ლიტრს |
ამერიკული მშრალი ბარელი | US bbl dry | უდრის 115.63 ლიტრს |
ამერიკული თხევადი ბარელი | US bbl lqd | უდრის 119.24 ლიტრს |
იმპერიული (ბრიტანული) ბარელი | UK bbl | უდრის 163.66 ლიტრს |
ამერიკული ბარელი (ლუდის) | უდრის 117.347 ლიტრს | |
იმპერიული (ბრიტანული) ბარელი (ლუდის) | უდრის 163.66 ლიტრს | |
ამერიკული თხევადი გალონი | US gal lqd | უდრის 3.785 ლიტრს |
ამერიკული მშრალი გალონი | US gal dry | უდრის 4.40 ლიტრს |
იმპერიული (ბრიტანული) გალონი | UK gal | უდრის 4.55 ლიტრს |
ამერიკული ბუშელი | უდრის 35.23 ლიტრს | |
იმპერიული (ბრიტანული) ბუშელი | უდრის 36.3687 ლიტრს | |
ამერიკული თხევადი კუბური დუიმი | in3 | უდრის 0.016 ლიტრს |
ამერიკული თხევადი კუბური ფუტი | Ft3 | უდრის 28.3169 ლიტრს (1278 კუბურ დუიმს) |
კოკა | სითხის საწყაო საქართველოში X საუკუნიდან. მისი ტევადობა სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა იყო. XIII საუკუნის შუა ხანიდან გვხვდება 24-ლიტრიანი კოკა, ხოლო XVI-XVIII საუკუნეებში 8-16 ლიტრიანიც. ლიტრის ზრდის გამო საუკუნეთა მანძილზე კოკის ტევადობაც იზრდებოდა. XVIII საუკუნის აღმოსავლეთ საქართველოში 10-ლიტრიანი კოკა „სწორ“ (კანონიკურ) კოკად ითვლებოდა. დასავლეთ საქართველოში „სწორე“ კოკა 12-ლიტრიანი იყო. 12-ლიტრიანი კოკის ნახევარს მენახევრე ერქვა. XIX საუკუნის 30-იანი წლების აღმოსავლეთ საქართველოში კოკა 12 თუნგით განისაზღვრებოდა | |
თუნგი | ღვინის საწყაო თუნგი ქართულ წყაროებში XVI საუკუნიდან იხსენიება. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ტევადობის თუნგი იყო გავრცელებული, მაგ., შიდა ქართლში 4-, 5-, 6- და ზოგან 8-ლიტრიანი. XVIII საუკუნეში თუნგის ტევადობა 2 ხელადას (3 – 3,4 ლ) შეადგენდა. | |
ხელადა | საწყაო 2 ლიტრი ტევადობის | |
ჩაფი | საწყაო 12-16-18-ლიტრი ტევადობის, არის 20-ლიტრიანიც, რომელიც უპირატესად ღვინისთვის გამოიყენება ადგილზე, მარანში, ამიტომ მას სამარნე ჩაფს ეძახიან. საღვინე ჩაფი 16-ლიტრიანიც არის. მას მეტწილად ღვინის საწყაოდ ხმარობენ, ამიტომ საწყაო ჩაფს ფუთიანს უწოდებენ. |
ძალის საზომი ერთეულები
დასახელება | სიმბოლო | აღწერა |
ნიუტონი | N | ძალის საზომი ერთეული ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. ერთი ნიუტონი არის ძალა, რომელიც 1კგ. მასის სხეულს ანიჭებს 1 მ/წმ2 აჩქარებას. 1 ნ. = 1 კგ. X მ / წმ2 |
დინი | dyn | ძალა, რომელიც საჭიროა 1 გრამი მასის მქონე სხეულისთვის 1 მ./წმ.2 აჩქარების მისანიჭებლად. უდრის 0,00001 ნიუტონს |
გრამ–ძალა | pond | უდრის 0,0098 ნიუტონს |
კილოგრამ–ძალა | kgf | უდრის 9,81 ნიუტონს |
კილოფუნტ–ძალა | kip | უდრის 4448.22 ნიუტონს |
ფუნტ–ძალა | lbf | უდრის 4.45 ნიუტონს |
წნევის საზომი ერთეულები
დასახელება | სიმბოლო | აღწერა |
პასკალი | Pa | წნევა, რომელსაც ქმნის 1 ნიუტონი ძალა 1 კვადრატულ მეტრზე. 1 პასკალი (პა) = 1 ნ/მ2 = 1 კგ/(მXწმ2) |
ფიზიკური ატმოსფერო | atm | წნევის არასისტემური საზომი ერთეული. დაახლოებით უდრის ატმოსფერულ წნევას დედამიწის ზედაპირზე მსოფლიო ოკეანის დონეზე. უდრის 101325 პასკალს. |
ტექნიკური ატმოსფერო | at | წნევის არასისტემური საზომი ერთეული. უდრის 98066.5 პასკალს. |
ბარი | bar | წნევის არასისტემური საზომი ერთეული. უდრის 105 პასკალს. |
მილიბარი | mbar, mb | გამოიყენება მეტეოროლოგიაში ატმოსფერული წნევის გასაზომად. უდრის 0.001 ბარს. |
ვერცხლისწყლის სვეტის დუიმი | in Hg | უდრის 3386,38 პასკალს 0 გრადუს ცელსიუსზე. გამოიყენება აშშ–ში ატმოსფერული წნევის გასაზომად მეტეოროლოგიაში და ავიაციაში. |
ვერცხლისწყლის სვეტის მილიმეტრი | mm Hg | წნევის არასისტემური საზომი ერთეული. უდრის 133.32 პასკალს. |
დინი კვადრატულ სანტიმეტრზე | წნევის არასისტემური საზომი ერთეული. უდრის 0.1 პასკალს. | |
კილოგრამ–ძალა კვადრატულ სანტიმეტრზე | kgf/cm2 | წნევის არასისტემური საზომი ერთეული. უდრის 98.0665 კილოპასკალს. |
ფუნტი კვადრატულ დუიმზე | psi | წნევის არასისტემური საზომი ერთეული. უდრის 6894,76 პასკალს. |
ტემპერატურის საზომი ერთეულები
დასახელება | სიმბოლო | აღწერა |
ცელსიუსი | °C | ტემპერატურულ შკალაზე ყინულის დნობისა და წყლის დუღილის ტემპერატურებს შორის ინტერვალი დაყოფილია 100 ტოლ ნაწილად. ყინულის დნობის ტემპერატურად მიღებულია 0°C, წყლის დუღილის ტემპერატურად კი — +100°C. |
ფარენჰაიტი | °F | ფარენჰაიტის შკალის მიხედვით წყლის გაყინვის ტემპერატურაა +32 გრადუსი, ხოლო დუღილის ტემპერატურაა +212 გრადუსი; ცელსიუსის ფარენჰაიტში გადასაყვანი ფორმულა: F = C X 9/5 + 32 |
კელვინი | °K | ტემპერატურის საზომი ერთეული. გამოიყენება ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. შკალა იწყება აბსოლუტური ნულით (– 273.16 C); ცელსიუსის კელვინის გრადუსში გადასაყვანი ფორმულა: K = C + 273.15 |
ნიუტონის გრადუსი | °N | ტემპერატურის ერთ–ერთი უძველესი საზომი. შკალის მიხედვით მტკნარი წყლის გაყინვის ტემპერატურად ითვლებოდა 0 გრადუსი, ადამიანის სხეულის ტემპერატურად +12 გრადუსი, წყლის ადუღების ტემპერატურად +33 გრადუსი. ამჟამად არ გამოიყენება; ცელსიუსის ნიუტონის გრადუსში გადასაყვანი ფორმულა: N = C X 33/100 |
რანკინის გრადუსი | °R | იშვიათად გამოყენებადი ერთეული. შკალის დასაწყისად ითვლება აბსოლუტური ნული (– 273.16 C); ცელსიუსის რანკინის გრადუსში გადასაყვანი ფორმულა: R = (C + 273.15) X 9/5 |
რეომიურის გრადუსი | °Re | რეომიურის შკალის მიხედვით წყლის გაყინვის და ადუღების ტემპერატურა 0 და +80 გრადუსია. ამჟამად არ გამოიყენება.; ცელსიუსის რეომიურის გრადუსში გადასაყვანი ფორმულა: Re = C X 4/5 |
როემერის გრადუსი | °Rø | როემერის შკალის მიხედვით წყლის გაყინვის და ადუღების ტემპერატურა +7.5 და +60 გრადუსია. ამჟამად არ გამოიყენება.; ცელსიუსის როემერის გრადუსში გადასაყვანი ფორმულა: Ro = C X 21/40 + 7.5 |
ინფორმაციის საზომი ერთეულები
დასახელება | სიმბოლო | აღწერა |
ბიტი | ინფორმაციის საზომი მინიმალური ერთული | |
ნიბლი | უდრის 4 ბიტს. | |
ბაიტი | B | უდრის 8 ბიტს. |
კილობაიტი | kB | უდრის 1024 ბაიტს. (210 ბაიტი) |
მეგაბაიტი | MB | უდრის 1024 კილობაიტს. (220 ბაიტი) |
გიგაბაიტი | GB | უდრის 1024 მეგაბაიტს. (230 ბაიტი) |
ტერაბაიტი | TB | უდრის 1024 გიგაბაიტს. (240 ბაიტი) |
პეტაბაიტი | PB | უდრის 1024 ტერაბაიტს. (250 ბაიტი) |
ექსაბაიტი | EB | უდრის 1024 პეტაბაიტს. (260 ბაიტი) |
ზეტაბაიტი | ZB | უდრის 1024 ექსაბაიტს. (270 ბაიტი) |
იოტაბაიტი | YB | უდრის 1024 ზეტაბაიტს. (280 ბაიტი) |
კილობიტი/წამში | kbps, kbit | ინფორმაციის გადაცემის სიჩქარის საზომი ერთეული. უდრის 128 ბაიტს/წამში (0.125 კილობაიტს) |
მეგაბიტი/წამში | Mbps, Mbit | ინფორმაციის გადაცემის სიჩქარის საზომი ერთეული. უდრის 128 კილობაიტს/წამში (0.125 მეგაბაიტს) |
გიგაბიტი/წამში | Gbps, Gbit | ინფორმაციის გადაცემის სიჩქარის საზომი ერთეული. უდრის 128 მეგაბაიტს/წამში (0.125 გიგაბაიტს) |
ტერაბიტი/წამში | Tbps, Tbit | ინფორმაციის გადაცემის სიჩქარის საზომი ერთეული. უდრის 128 გიგაბაიტს/წამში (0.125 ტერაბაიტს) |
პეტაბიტი/წამში | Pbps, Pbit | ინფორმაციის გადაცემის სიჩქარის საზომი ერთეული. უდრის 128 ტერაბაიტს/წამში (0.125 პეტაბაიტს) |
ექსაბიტი/წამში | Ebps, Ebit | ინფორმაციის გადაცემის სიჩქარის საზომი ერთეული. უდრის 128 პეტაბაიტს/წამში (0.125 ექსაბაიტს) |
ზეტაბიტი/წამში | Zbps, Zbit | ინფორმაციის გადაცემის სიჩქარის საზომი ერთეული. უდრის 128 ექსაბაიტს/წამში (0.125 ზეტაბაიტს) |
იოტაბიტი/წამში | Ybps, Ybit | ინფორმაციის გადაცემის სიჩქარის საზომი ერთეული. უდრის 128 ზეტაბაიტს/წამში (0.125 იოტაბაიტს) |
ენერგიის საზომი ერთეულები
დასახელება | სიმბოლო | აღწერა |
ჯოული | J | 1 ჯოული არის ენერგია, რომელიც იხარჯება 1 ნიუტონი ძალით სხეულის 1 მეტრით გადაადგილებისას ძალის მოქმედების მიმართულებით. ასევე ჯოული არის მუშაობა, რომელიც საჭიროა 1 ვატი სიმძლავრის შესაქმნელად 1 წამში. |
კილოვატი–საათში | kW·h | ენერგიის რაოდენობა რომელსაც მოიხმარს 1 კილოვატი სიმძლავრის მოწყობილობა 1 საათში. უდრის 3 600 000 ჯოულს. |
ელექტრონვოლტი | eV | გამოიყენება ატომურ, ბირთვულ, ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკაში. უდრის 1.60217653(14)X10−19 ჯოულს. |
ერგი | erg | 1 დინი ძალის მიერ 1 სანტიმეტრი გადაადგილებისას შესრულებული მუშაობა. უდრის 10−7 ჯოულს. |
კალორია | cal | ენერგიის საზომი არასისტემული ერთეული. კალორია უდრის სითბოს რაოდენობას, რომელიც საჭიროა 1 გრამი წყლის ტემპერატურის 1 გრადუსით გასათბობად სტანდარტული ატმოსფერული წნევისას (101.325 კპა). უდრის 4.19 ჯოულს. |
ბრიტანული თბური ერთეული | BTU | უდრის 1055.06 ჯოულს. |
კილოგრამი ტროტილის ექვივალენტი | უდრის 4 612 000 ჯოულს. | |
კილოგრამ–ძალა–მეტრი | kgf·m | მუშაობა, რომელიც სრულდება 1 კილოგრამ–ძალით სხეულის გადაადგილებისას 1 მეტრზე ძალის მოქმედების მიმართულებით. უდრის 9.80665 ჯოულს. |
ფუტ–ფუნტი ძალა | ft·lbf | უდრის 1.36 ჯოულს. |
სიმძლავრის საზომი ერთეულები
დასახელება | სიმბოლო | აღწერა |
ვატი | W | სიმძლავრე, რომლის დროსაც 1 წამში სრულდება 1 ჯოული მუშაობა. |
კილოვატი | KW | უდრის 1000 ვატს. |
ერგი წამში | erg/s | უდრის 10-7 ვატს. |
კალორია წამში | cal/s | უდრის 4.19 ვატს. |
კილოკალორია საათში | kcal/h | სიმძლავრის საზომი არასისტემური ერთეული. უდრის 1.16 ვატს. |
ცხენის ძალა | hp(M), PS, | სიმძლავრე, რომელიც იხარჯება 75 კგ. ტვირთის 1 მეტრ სიმაღლეზე 1 წამში ასაწევად თავისუფალი ვარდნის სტანდარტული აჩქარებისას (9.8 მ/წმ2). უდრის 735.49875 ვატს. |
ცხენის ძალა (ინგლისური) | hp | უდრის 745.6998 ვატს. |
ბრიტანული თბური ერთეული წამში | BTU/s | სიმძლავრის საზომი არასისტემური ერთეული. უდრის 1055.06 ვატს. |
კილოგრამ–ძალა მეტრი წამში | kgf m/s | სიმძლავრის საზომი არასისტემური ერთეული. უდრის 9.80665 ვატს. |
სიხშირის საზომი ერთეულები
|
SI სისტემა |
ერთეულთა საერთაშორისო სისტემა(შემოკლებით “სი”; შემოკლ. ფორმა ფრანგ.: Système international d’unités) წარმოადგენს ყველაზე ფართოდ გავრცელებულ საზომ ერთეულთა სისტემას, როგორც მეცნიერებაში ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში. დღეისათვის სი მიღებულია საზომ ერთეულთა ძირითად სისტემად მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში | |
ერთეულთა საერთაშორისო სისტემის ძირითადი ერთეულები |
|
წყარო: www.yell.ge