სატყუარების განლაგება იხვზე ნადირობისას

სატყუარების სწორი განლაგება წყალზე საჭიროებს ცოდანს, მაგრამ კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა ეს ცოდნა წერილობით გადმომეცა და მომეყოლა პოსტში.
ბევრი ფიქრის და ძიების შემდეგ ვიპოვე მარტივი გამოსავალი. ერთ-ერთ რუსულ საიტზე მივაგენი სურათებს რომელიც დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ სამალავი, სამალავთან მიმართებაში განალაგოდ სატყუარები და იცოდეთ რომელი მხრიდან ელოდოთ ფრინველს.

ixvis-satyuarebis-ganlageba-1

იხვი არასოდეს არ ჯდება პირდაპი. ჯერ ფრინველი წრეს აკეთებს წინასწარ შერჩეულ ადგილზე ხოლო თუ სიტუაცია მოეწონა და ჩათვალა რომ საფრთხე არ ემუქრება ამის შემდეგ ჯდება წყალზე.

იხვი დასაჯდომად ყოველთვის შემოდის ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით, არასოდეს ფრინველი არ ჯდებაისე რომ ქარი გვერდიდან ან ზურგიდან უბერავდეს ფრინველს.

მოფრენილი ფრინველი ჯდება სატყუარებიდან მოშორებით, შეათვალიერებს გარემოს და მერე მიცურდება სატყუარასთან ახლოს.

დიდი ხნის ჩამჯდარ გუნდში რომელიც მიახლოებულია კამიშს და გართულია საკვების მოპოვებაში აუცილებლად შეიმჩნევა ერთი იხვი რომელიც ჩამჯდარია ძირითადი გუნდისაგან ოდნავ მოშორებით შედარებით ღია ადგილზე და აკვირდება ტერიტორიას. ეს ყარაული იხვია რომლის აფრენას აუცილებლად მოყვება მთელი გუნდის აფრენა.

თუ ფრინველის გუნდი დიდია ის აუცილებლად რამოდენიმე ნაწილად გაიყოფა, ხშირ შემთხვევაში დაჯდება რამოდენიმე, დანარჩენი გუნდი კიდევ ერთ წრეს გააკეთებს და მერე დაეშვება დასაჯდომად. ნებისმიერ შემთხვევაში თუ საფარი კარგად გაქვთ მოწყობილი და გუნდის ნაწილი ჯდება სროლას ნუ იჩქარებთ, დაელოდეთ მთლიანი გუნდის ჩაჯდომას. ხოლო როდესაც საფარი არ გფარავთ ბოლომდე მაშინ იხვი არცერტ შემთხვევაში არ ჩაჯდება და თქვენ პირველივე სასრლი მომენტი უნდა გამოიყენოთ.

საფარის შერჩევისას გაითვალისწინეთ თუ რომელი ხელით გეხერხებათ სროლა. თუ თქვენ მარჯვენა მხარიდან ისვრით მაშინ შეხედეთ ქარის მიმართულებას და საფარი ისე შეარჩიეთ რომ ფრინველი თქვენი მარცხენა მხრიდან შემოდიოდეს ხოლო თუ მარცხენა მხარიდან ისვრით პირიქით.

ამის შემდეგ განალაგეთ სატყუარები. თუ რამოდენიმე სახის სატყუარა გაქვთ შეეცადეთ მათი ძირითადი ნაწილი სახეობების მიხედვით ცააწყოთ, თითოეული ჯიშის სატყუარები ერთ გუნდათ, ხოლო გუნდები ერთმანეთთან ახლოს განათავსეთ ან რამოდენიმე გუნდათ გაყავით.

თუ ცოცხალი სატყუარა გყავთ ის მოათავსეთ ყარაული იხვის პოზიციაზე, ძირითადი გუნდიდან გამოყოფილათ.

წეროს ან ყანჩის სატყუარა მოაათავსეთ იხვების გუნდისაგან მოშორებით ისეთ ადგილზე რომ კარგად ჩანდეს შორი მანძილიდან.

ამ ყველაფერში ცოტას ეს ფოტოებიც დაგეხმარებათ.

ixvis-satyuarebis-ganlageba-2

ixvis-satyuarebis-ganlageba-3

ixvis-satyuarebis-ganlageba-4

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა