საწებელი ხარდალით (ხრენით) მოხარშული ხორცისათვის

sous-smetxrenმოსამზადებლად დაგჭირდებათ:
1 სუფრის კოვზი პურის ფქვილი, 2 სუფრის კოვზი ერბო, 2 სუფრის კოვზი ძმარი, 2 სუფრის კოვზი დაფხეკილი ხარდალი, 1/2 ჩაის კოვზი არაჟანი.
მომზადების წესი:
1 სუფრის კოვზი პურის ფქვილი ზერელედ მოშუშეთ იმავე რაოდენობის ერბოში, გახსენით 1 ჩაის ჭიქა ბულიონში, მიუმატეთ არაჟანი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ 10-15 წუთი.
ცალკე პატარა ქვაბში ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი დაფხეკილი ხარდალი დაასხით ზედ 1 სუფრის კოვზი ძმარი და იმავე რაოდენობის წყალი ან ბულიონი, მიუმატეთ დაფნის ფოთოლი, 5-8 მარცვალი შავი პილპილი და დადგით ცეცხლზე, რათა სითხე აორთქლდეს.
მოხარშული ხარდალი ჩაუმატეთ წინასწარ გამზადებულ საწებელში, წამოადუღეთ, მერე გადმოდგით ცეცხლიდან, აურიეთ შიგ მარილი და კარაქი.