სანადირო იარაღის კლასიფიკაცია

Untitled 2ssssსანადირო იარაღის კლასიფიკაცია წარმოების ორი ძირითადი მიმართულებით განისაზღვრება: 1) სერიული ანუ მასიური 2) მცირე რაოდენობის, სახელდობრ ინდივიდუალური ეგზემპლიარები.
საბოლოო ჯამში კლასიფიკაცია შეესაბამება შრომით დანახარჯებსა და მასალების ფასს. ამაზეა დამოკიდებული კონკრეტული ეგზემპლიარის ღირებულება.
ბაზარზე ჭარბობს მასიური იარაღი. ის მრავალფეროვანია და იყოფა რიგ კატეგორიებად:
ა)ხელმისაწვდომი_ მარტივი დეკორით, ტექნოლოგიური კონსტრუქციით, სტანდარტული წარმოების საშუალებით დამზადებული, აქვთ მარტივი ტექსტურის კაკლის, წიფლის ან არყის ხის კონდახი და ტიბჟირი, მათი დამზადებისას ხელით შრომა მხოლოდ აუცილებლობითაა განპირობებული.
ბ) საშუალო_ უფრო ძვირფასი ტექნოლოგიური კონსტრუქციის, მაღალი ხარისხის კაკლის კონდახით და ტიბჟირით, დეკორი(გრავირება) საშუალო, მოხატვა მატრიცების, ლაზერის, ელექტროგრაფიის ხერხით წარმოებს და ა.შ., მათი დამზადებისასაც ხელით შრომა მხოლოდ აუცილებლობითაა განპირობებული.
გ) მაღალი_ ძვირფასი ტექნოლოგიური კონსტრუქციის, ხელით აწყობილი, რთული ტექსტურის კონდახითა და ტიბჟირით, ხელით შრომა მნიშვნელოვნად მეტია, გრავირება ხელით(აქვს გრავიორის წარწერა).

ბაზრის ვიწრო, მაგრამ პრესტიჟულ სექტორს წარმოადგენს ეგზემპლიარები, რომლებიც მცირე რაოდენობით მზადდება, მათ შორის მხოლოდ ერთეულად.
რომ განვასხვაოთ ძვირფასი მოდელები მაღალი კლასის სერიულისაგან, ამისათვის მიზანშეწონილია ვიცოდეთ რას წარმოადგენს ცნება ,,ძვირფასი”. ესაა ეგზემპლიარების მცირე რაოდენობა, გრავიორის მიერ ხელმოწერილი უმაღლესი ხარისხის დეკორი, ხშირად რთული კონსტრუქცია, უმაღლესი ხარისხის ნატიფი ტექსტურის კონდახი და ტიბჟირი, პირველ რიგში შესრულების ხარისხი, მეორე რიგში ტექნოლოგიური მოთხოვნები. ნაკეთობა აუცილებლად უმაღლესი კლასის ოსტატის მიერ უნდა იყოს დამზადებული.
ასეთი კლასიფიკაცია იარაღის მწარმოებელი პირველი ფირმების შექმნის პერიოდიდან მოდის. დიდ ბრიტანეთში დიდი ხნის წინ მასიური ეგზემპლიარების დიფერენცირებისათვის შემოიღეს აღნიშვნა ასოებით A,B,C. ხოლო უმაღლეს კატეგორიას ეწოდებოდა The Best. ამ კლასისათვის მიზანშეწონილია ტერმინი ,,საცალო”, თუმცა ეს სახელი მუდმივად მოითხოვს განმარტებებს, რადგან ერთი მხრიდან საცალო იარაღი ერთადერთია ანუ პერსონალური. ამასთან საცალო შეიძლება იყოს ნებისმიერი ნიმუში ტექნოლოგიისა და დანახარჯების მიუხედავად. მაგალითად მასიური წარმოების იარაღი, რომელსაც შემკვეთის სურვილისამებრ განსხვავებული, ძვირფასი კაკლის კონდახი აქვს. მეორე მხრივ ჩვენში ჩამოყალიბებულია მრავალწლოვანი სტერეოტიპი, რომ საცალო იარაღი ეს გაუმჯობესებული სერიული თოფია.
აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ მასიური მოდელი შეიძლება ნებისმიერი კატეგორიის იყოს(თუ ამის საშუალებას კონსტრუქცია იძლევა).

საკოლექციო იარაღს უპირველეს ყოვლისა ესტეტიურ მოთხოვნებს უყენებენ. არსებობს საკოლექციო იარაღის 3 კატეგორია 1) უნიკალური, უმაღლესი კლასის 2) სასაჩუქრე და 3) ანტიკვარული.
უნიკალურებში შედის მხოლოდ ერთეული შესრულების თოფები(პირდაპირი მნიშვნელობით), რომლებიც ხელოვნების ნიმუშის სახითაა წარმოდგენილი. ამ ჯგუფის იარაღში განსაკუთრებით კარგად ჩანს ოსტატებისა და გრავიორების ნიჭი ტექნიკურ-მხატვრული კუთხით.
სასაჩუქრე თოფები შეიძლება რამდენიმე ცალად იყოს დამზადებული(შეზღუდული რაოდენობით). მათ დეკორში გამოყენებულია ძვირფასი ლითონები და სხვა მასალები. ასეთი თოფები შესაძლებელია სერიული თოფების ბაზაზე იქნენ დამზადებული.
ანტიკვარულია თოფები, რომლებიც ძველ მოდელებს ან მათ ზუსტ ასლებს(,,რეპლიკები”) წარმოადგენენ.
საკოლექციო იარაღი შეიძლება იყოს შელახული და ზოგჯერ გაფუჭებულიც კი, ოღონდ იმ შემთვხევაში, როცა ამ ეგზემპლიართან დაკავშირებულია რაიმე ისტორია. მაგალითად ჰემინგუეის ორლულიანი, რომლითაც თავი მოიკლა; პრინცი ჩარლზის ნაქონი თოფი; ნიკოლოზ მეორის თოფი, ბრეჟნევის შტუცერი და ა.შ.
საკოლექციოა იარაღი, რომელიც უკვე არარსებული კომპანიის(ბრენდი იგულისხმება მაგ ლეპაჟი) და ოსტატის(მაგ. მაცკა) საცალო ეგზემპლიარია.
მდგომარეობის მიუხედავად საკოლექციოა იარაღი, რომელიც წარმოადგენს იშვიათ კონსტრუქციას. მაგალითად XIX საუკუნის 60-80-იან წლებში ბევრი გარდამავალი და ექსპერიმენტული კონსტრუქცია დამზადდა…

club-monadire.ge

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა