სამხრეთ აფრიკაში ლომებმა ბრაკონიერი შეჭამეს

სამხრეთ აფრიკაში, კრუგერის ეროვნული პარკის მახლობლად, ლომებმა ბრაკონიერი შეჭამეს.

როგორც BBC წერს, სამხრეთ აფრიკის პოლიცია ვარაუდობს, რომ გარდაცვლილი ცხოველებზე ნადირობდა.

ცხოველებმა ბრაკონიერი თითქმის მთლიანად შეჭამეს. პოლიციელებმა მხოლოდ თავის და სხეულის ფრაგმენტების პოვნა შეძლეს.

პოლიციას გარდაცვლილის ვინაობა არ დაუსახელებია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში , სამხრეთ აფრიკაში, ლიმპოპოს პროვინციაში ლომებზე ნადირობის ფაქტი გახშირდა.

2017 წლის იანვარში, ლიმპოპოში სამი ლომი მოწამლული იპოვეს, რომლბსაც თავები ჰქონდათ მოჭრილი.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა