საკვებად ვარგისი სოკოები

sokoebi-eskiziსოკოები, (Mycetes ანუ Fungi), ცოცხალ ორგანიზმთა დიდი ჯგუფია. მათ არ გააჩნიათ ფესვი, ღერო და ფოთოლი, რის გამოც უმდაბლეს ან თალუსიან მცენარეებს მიაკუთვნებენ. არსებობს მოსაზრება, რომ სოკოები მთელი რიგი თვისებების გამო ითვლებოდეს ცოცხალ ორგანიზმთა დამოუკიდებელ სამყაროდ, გარდამავალ საფეხურად მცენარეულიდან ცხოველურისაკენ.

სოკოები მოიცავს 100 ათ. სახეობას, მათ შორის გვხვდება შეუიარაღებელი თვალით უხილავი ორგანიზმები — მიკროცეტები და დიდნაყოფსხეულიანი ქუდიანი სოკოები, აბედა სოკოები და სხვა — მაკრომიცეტები. ობის სოკოები, სოკოები, რომლებიც წარმოქმნიან სხვადასხვა ფერის (თეთრი, შავი, მწვანე და სხვა) ნაფიფქს (ობს) საკვებ პროდუქტებზე, ხილზე, მცენარეულ ნარჩენებზე, ტყავსა და სხვა საგნებზე. მიეკუთვნებიან სხვადასხვა სისტემატიკურ ჯგუფს: ზიგომიცეტებს, ასკომიცეტებს და უსრულ სოკოებს. ცნობილია პურის ობი (Mucor mucedo), აგრეთვე Rhizopus-ის გვარის წარმომადგენელთაგან გამოწვეული ობი სხვადასხვა პროდუქტებზე (პური, მურაბა, ხილი) და სხვა. ზოგი ობის სოკოები სახლდება მცენარეულ და ცხოველურ პროდუქტებზე და აფუჭებს მათ, ზოგიერთი იწვევს ადამიანისა და ცხოველთა მიკოზებს, მცენარეების დაავადებებს, მათი ტოქსინები წამლავს ცხოველებსა და ადამიანს. ზოგს კი მაღალი ფერმენტული აქტივობის გამო წარმოებაში იყენებენ, მაგ., Aspergillus niger-ს – ლიმონის მჟავას, პენიცილიუმის ზოგ სახეობას — პენიცილინისა და სხვა ანტიბიოტიკების მისაღებად, Penicillium roquefortii-ს და Penicillium camembertii-ს — ყველის (როკფორი და კამამბერი) დასამზადებლად და სხვა.

ალბათ დამეთანხმებიან ის ადამიანები ვისაც აქვთ სოკოს ძებნისა და მოგროვების გამოცდილება. მსურველმა აუცილებლად კარგად უნდა იცოდეს შხამიანი და ვარგისი სოკოს ცნობა! წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შეიძლება თქვენს სიცოცხლეს საფრთხით დაემუქროს.
სოკო იზრდება მიცელიუმზე რაც მისი ფესვის მაგივრობას წევს .გამრავლება კი იმავე სპორებით ხდება.ჩვენში ძირითადად გავრცელებულია ქუდ-ფეხიანი სახეობები რომელთა რაოდენობა ხუთასზე მეტ ჯიშს მოიცავს. ამათგან მხოლოდ რამოდენიმე ათეულია საკვებად ვარგისიანი. ოც სახეობამდე კი შხამიანი და მისი გამოყენება საკვებად კატეგორიულად მიუღებელია.
არის სოკოები რომლებსაც გადატეხვისას თეთრი ფერის რძისმაგვარი სითხე გამოსდის და ნელნელა ფერის ცვლას იწყებს, ( მაგ:არყა და მჭადა) ეს საშიში არ არის გამომდინარე იმიდან რომ ასეთი სახეობები შეიცავენ ქრომოგენებს.
სოკოს იყენებენ მოხარშულს, შემწვარს, გამშრალს და დამწნილებულსაც კი. რამოდენიმე სახეობის მირთმევა შეიძლება უმადაც (მაგ : ქამა,ნიყვი)
არის შემთხვევები როცა საკვებმა სოკომაც გამოიწვია მოწამვლა. ზოგჯერ ეს გამოწვეულია თვით სოკოს ტოკსინებით ზოგჯერ კი თვითონ მომხმარებლის ორგანიზმს უჭირს სოკოს გადამუშავება(შეგახსენებთრომ სოკო ძნელად მოსანელებელი პროდუქტია) .
მოწამვლის შემთხვევაში პირველადი დახმარება აუცილებელია.!!! თუ მოწამლულს უცივდება კიდურები აქვს თავბრუსხვევა , ღებინების შეგრძნება, მაჯის ცემის შენელება, ბინდი თვალებზე, კუჭის უეცარი აშლილობა აუცილებლად უნდა გავუკეთოთ ამორეცხვები თბილი წყლით, როგორც კუჭის აგრეთვე ნაწლავების. მივცეთ რძის პროდუქტები(სასურველია ყველი) შემდეგ კი გადავიყვანოთ უახლოეს სამედიცინო პუნქტში.
მინდა ვურჩიო იმ ადამიანებს რომლებიც პირველად აპირებენ გასვლას სოკოს მოსაპოვებლად! პირველი ვიზიტი ტყეში ამ საქმეში გამოცდილ პარტნიორთან ერთად გააკეთონ. ამით აიცილებთ გაუთვალისწინებელ შედეგებს.
წარმატებებს გისურვებთ ბუნების მოყვარულებო ამ ძალიან აზარტულ და საინტერესო სახეობაში. თან სოკოს მირთმევა ხომ დაუვიწყარი სიამოვნებაა!
ქვემოთ წარმოგიდგენთ საქართველოში გავრცელებულ საკვებად ვარგისიან სოკოს სახეობებს.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა