საფანტის და ფინდიხის ნომერაცია

Sans titre 4
ხშირად მონადირე, რომელიც თავადაა დაკავებული საფანტის ჩამოსხმით, დგება კითხვის წინაშე: რა ნომერს შეესაბამება მის მიერ ჩამოსხმული პროდუქტი?

ძირითადად გამოყოფენ 15 ნომრის საფანტს: 11, 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1, 0, 00, 000, 0000.

ყველაზე პატარა ზომის 11 ნომერი საფანტის დიამეტრია 1,5მმ და ამის მერე ყოველ შემდგომ ნომერს აქვს დიამეტრი +0,25მმ და აღწევს 5მმ-ს 0000-ის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე ადვილია განისაზღვროს თითოეული ნომრის საფანტის დიამეტრი:
№11_1,5მმ; №10_1,75მმ; №9_2,0მმ; №8_2,25მმ; №7_2,5მმ; №6_2,75მმ; №5_3,0მმ; №4_3,25მმ; №3_3,5მმ; №2_3,75მმ; №1_4,0მმ; №0_4,25მმ; №00_4,5მმ; №000_4,75მმ; №0000_5,0მმ.
გამოყოფენ ფინდიხის 7 ზომას, ესენია: №1-9მმ; №2- 8,5მმ; №3-8მმ; №4-7,5მმ; №4ა-7მმ; №5- 6,5მმ და №5ა-6,2მმ.

Sans titre 6ამერიკული საფანტის ზომები ორით მეტია ჩვენებურთან შედარებით, კერძოდ, გარდა ჩვენთვის ცნობილი საფანტის ნომრებისა, ამერიკაში გამოდის საფანტი ნომრით 7,5 და 8,5. მათი ზომებიც შესაბამისად 2,375მმ და 2,125მმ-ია. რაში ჭირდებათ ასეთი აბსოლიტრური ზომები ვერ გეტყვით , თუმცა ფაქტია რომ ამზადებენ
გარდა ამისა 5/0-ს აღნიშნავენ F-ით; 4/0-ს T-ით 3/0-ს BBB-ით 2/0-ს BB-ით 0-ს კი B-ით.
განსხვავებულია ფინდიხის აღნიშვნებიც:
9მმ-იანი აღინიშნება N000-ით(ჩვენთან N1); 8,5მმ-იანი N00-ით(ჩვენთანაც N2); 8მმ-იანი N0-ით(ჩვენთან N3); 7,5მმ-იანი N1-ით(ჩვენთან N4); 7მმ-იანი N2-ით(ჩვენთან N4ა); 6,5მმ-იანი N3-ით(ჩვენთან N5) და 6,2მმ-იანი N4-ით(ჩვენთან N5ა)

Sans titre 5საფანტის დახარისხების ავკარგიანობის განსაზღვრის მარტივი წესი ამგვარია: 10 გრამს უნდა იწონიდეს კარგი(ზომიერი) სიმაგრის 26 ცალი პირველი ნომრის საფანტი, №3_38 ცალი, №6_ 80ცალი, №7_104ცალი.
ამ მაჩვენებლიდან მკვეთრი გადახრა შეიძლება გამოწვეული იყოს საფანტის ზედმეტი სიმაგრით ან სირბილით, ანდა საფანტის ცუდად დახარისხებით(სხვადასხვა დიამეტრი). აქვე აღსანიშნავია, რომ გარედან სპილენძით ან ნიკელით დაფარული საფანტის ეს მაჩვენებელი სავსებით განსხვავებულია.
რაც უფრო სწორი ბურთულის ფორმისა და თანაბარი დიამეტრისაა თითოეული საფანტი, რამდენადაც ნაკლებ დეფორმაციას განიცდის იგი თოფის ლულაში გავლისას, იმდენად სრულფასოვანი იქნება თოფის მიტანა. მაგალითად, თანაბარ პირობებში სუფთა ტყვიისაგან დამზადებული საფანტის მიტანის ხარისხი გაცილებით დაბალია, ვიდრე მაგარი საფანტისა. თუმცა ზედმეტად მაგარი საფანტიც არასრულფასოვანია. ლულიდან გამოტყორცნის შემდეგ ყველა საფანტი (ისე, როგორც ლულაში) ფრონტალურ სიბრტყეში ერთდროულად კი არ მოძრაობს, არამედ ყოველ ცალკეულ მომენტში ისინი ჰაერში განლაგებული არიან გარკვეული სიგრძითა და სიგანით. საფანტის ამ განლაგების ფორმას `საფანტის კონა~ ეწოდება. თავიდან საფანტებს შორის მანძილი მცირეა, ხოლო შემდეგ იგი თანდათან იზრდება და `საფანტის კონის~ მოცულობაც ანალოგიურად იცვლება, ე.ი დასაწყისში მცირეა, შემდეგ კი ნელ-ნელა იზრდება. `საფანტის კონის~ თავის წინა ნაწილში, 1-1,5 მ-ის სიგრძეზე, მოქცეულია ყოველი ცალკეული მომენტისათვის ჰაერში მოძრავ საფანტთა 80%, ხოლო კუდის ნაწილში, 2-2,5 მ-ის სიგრძეზე _ 20%.
საფანტის ჭურვის საწყის სიჩქარეზე (რომელიც ყველაზე მაღალია ლულის ტუჩის ჭრილიდან მცირე მანძილის გავლის შემდეგ) დამოკიდებულია თოფის მიტანის სიმკვეთრე და მუდმივობა. მიტანის სიმკვეთრის ცნებაში იგულისხმება საფანტის სამიზნის სიღრმეში შეჭრა, იმისგან დამოუკიდებლად, მიიღწევა იგი თითოეული საფანტის შედარებით დიდი მასით თუ მისი მოძრაობის მაღალი სიჩქარით. რაც უფრო მეტია საფანტის მასისა და განივი ჭრილის შეფარდების მაჩვენებელი, მით ნაკლებ ენერგიას ხარჯავს იგი ჰაერის წინააღმდეგობის დასაძლევად. ამის შედეგია ის, რომ მსხვილი საფანტი უფრო დიდ მანძილზე ინარჩუნებს შედარებით მაღალ სიჩქარეს, ვიდრე წვრილი საფანტი.

club-monadire.ge

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა