როგორ დავიცვათ შინაური ცხოველები რწყილებისა და ტკიპებისგან

რწყილისტატიაში მოყვანილია პარაზიტებთან ბრძოლის სხვადასხვა მაგალითები, ასევე სხვადასხვა პრეპარატების გამოყენების ინსტრუქცია და ასევე მათი ეფექტურობა სხვადასხვა დაავადების გადამტან პარაზიტებზე. რწყილებს და ტკიპებს შეუძლიათ უამრავი დაავადების გადატანა როგორც ცხოველებზე ასევე ადამიანებზე, ამიტომ აუცილებელია ჩვენი შინაური ცხოველების კარგად დაცვა…

რწყილები – ადამიანისა და ცხოველების ეს პარაზიტები ჩვენთან ფართოდ არიან გავრცელებულნი. რწყილის ცხოვრების ციკლიბუნებაში რწყილების 1500-მდე სახეობა არსებობს, აქედან საქართველოში გავრცელებულია 45-მდე სახეობა, ადამიანების დასნებოვნებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება: ადამიანის რწყილებს (ლათ: Pulex irritans), ვირთაგვების (რუხი და შავი), მემინდვრიების და სხვა რწყილებს.

რწყილები, რომლებიც პარაზიტობენ შინაურ ცხოველებზე და ადამიანებზე სწრაფად ვრცელდებიან და იკავებენ მიმდებარე დიდ ტერიტორიებს. ისინი ითვლებიან შემდეგი საშინელი დაავადების გადამტანებად: შავი ჭირი, ჰემორაგიული ცხელება, ცხელება -Q, ეპიდემიური პარტახტიანი ტიფი, სხვადასხვა ბაქტერიებით, ვირუსებით, რიკეტსიებით და უმარტივესებით გამოწვეული დაავადებები და სხვა. რწყილებს გადააქვთ აგრეთვე ლენტისებრი ჭიებიც. საშუალოდ დედალი რწყილი დებს 500-800 მდე კვერცხს. კვერცხი ვითარდება და იქცევა ლავრად, შემდეგ იქცევა ჭუპრად, საბოლოვოდ კი ვიღებთ ზრდასრულ რწყილს.

ტკიპები
ტკიპები ფართოდ არიან გავრცელებული მთელს მსოფლიოში. ბინადრობენ როგორც ხმელეთზე, ისე ზღვასა და მტკნარ წყალში.

ხანგძლივი ზამთრის შემდეგ მშიერი ტკიპები, გამომკვებავის ძიებაში, თავს ესხმიან მღრღნელებს, სხვა ცხოველებს და ადამიანებს. ტკიპები ყველაზე დიდ აქტიურობას იჩენენ მარტი-აპრილი-მაისის თვეებში. სისხლის მოწოვის შემდეგ მაძღარი მდედრი ტკიპი ჩამოსცილდება ცხოველს და იწყებს კვერცხების დადებისათვის ადგილის ძებნას. მტაცებელი და მცენარეული ტკიპები ბინადრობენ ნიადაგში, ტყის საფენში, მცენარეებზე, ცხოველთა ბუდეებში, ნიადაგის ნაპრალებში, ჩაღრმავებებში, მცენარეების ფესვების ქვეშ სივრცეებში და სხვა. კვერცხების რაოდენობა დამოკიდებულია მდედრის მიერ მოწოვილი სისხლის რაოდენობაზე. სახეობა-ზომის მიხედვით ტკიპის მიერ დადებული კვერცხის რაოდენობა მერყეობს 1000 დან 20 000 მდეც კი.

გადააქვთ შემდეგი დაავადებები: ტულარემია, შავი ჭირი, ლისტერიოზი, ერიზიპელოიდი, ლაიმის ბორელიოზი, პიროპლაზმოზი და სხვა. ტკიპების ზოგ სახეობას შეუძლიათ იშიმშილონ 5-10 წლამდეც კი.

როგორ დავიცვათ ჩვენი შინაური ცხოველები ტკიპებისგან?

რწყილებთან და ტკიპებთან ბრძოლისთვის დღეს სპეციალური საშუალებები არსებობს, მაგრამ სრულიად რომ მოვიშოროთ, საჭიროა მათი სწორად შერჩევა. ქვემოთ წარმოგიდგენთ საქართველოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებების სახეობებს და მათი მოხმარების წესებს.


Frontline – ფრონტლაინი. ეს არის ფრანგული პრეპარატი რომელიც მზადდება კომპანია merial-ის მიერ. საქართველოში შეგიძლიათ შეიძინოთ ფრონტლაინის სამი სახეობა: ფრონტლაინ ტრი-აქტი, ფრონტლაინ კომბო და ფრონტლაინ სპრეი.

Frontline Tri Act – ფრონტლაინ ტრი-აქტი ძაღლების ექტოპარაზიტების საწინააღმდეგო ვეტერინარული პრეპარატი. იგი ეფექტურად მოქმედებს კოღოების, ტკიპების, რწყილების და მკბენარა ბუზების წინააღმდეგ, გამომდინარე აქედან, თქვენი ძაღლი დაცული იქნება ლეიშმანიოზისგანც (ამ დაავადების გადამტანები კოღოები არიან). შემადგენლობა: ფპირონილი და პერესტრინი. სწორედ ამ ნივთიერებების ერთობით მიღებული ფორმულა აქტიურად მოქმედებს 5 ტიპის ზემოთჩამოთვლილ პარაზიტებზე.

დოზირება: ფრონტლაინ ტრი-აქტი იყოფა შემდეგ წონებად: 2-5კგ; 5-10კგ; 10-20კგ; 20-40კგ; 40-60 კგ;
აიცილებელია ძაღლს პრეპარატი შევურჩიოთ წონის მიხედვით. არ შეიძლება გამოყენება 8 კვირაზე ნაკლებ და ასევე 2 კილოზე პატარა წონის ძაღლებში! ასევე არ გამოიყენება კატებში და მღრნელებში!

გამოყენება: პრეპარატის გამოყენება ხდება მინდაოზე დაწვეთებით. გახსენით შეფუთვა და ამოიღეთ პიპეტი. პიპეტის წვერი გადაჭერით მაკრატლით, გადაუწიეთ ძაღლს ბეწვები და 1 ან 2 წერტილში (კისრიდან შუა ხერხემლამდე, სადაც თვითონ ვერ აილოკავს) დააწვეთეთ მთლიანად. დაწვეთებიდან 2 დღე-ღამის მანძილზე არ აბანაოთ და მიაქციეთ ყურადღება რომ დამუშავებული ადგილი სხვა ცხოველმა არ ალოკოს. მოქმედების ვადა 1 თვემდე.



Frontline Combo – ძაღლების და კატების ექტოპარაზიტების საწინააღმდეგო ვეტერინარული პრეპარატი. იგი ეფექტურად მოქმედებს, რწილების, ტილების, ტკიპების და თმის მჭამელების საწინააღმდეგოდ. ასევე იგი ეფექტურად მოქმედებს პარაზიტების კვერცხის წინააღმდეგ, რაც ხელს უშლის პარაზიტებს გამრავლებაში.
კატებში გამოიყენება 8 კვირიდან ზემოთ, წონა კი აუცილებლად 1 კილო ან მეტი უნდა იყოს. კატებს ვაწვეთებთ კისერზე (სადაც ვერ აილოკავს).
დოზები ძაღლების შემთხვევაში: 2-10კგ; 10-20კგ; 20-40კგ; 40+კგ; არ შეიძლება 2 თვემდე და 2 კილომდე ძაღლებში გამოყენება! პრეპარატის მოხმარება ხდება მინდაოზე დაწვეთებით, ზუსტად იგივენაირად როგორც აღნიშნული გვაქვს ფრონტლაინ ტრი-აქტში (ზემოთ). მოქმედების ვადა 3 კვირიდან 1 თვემდე.


FRONTLINE Sprayარის შემთხვევები როდესაც ცხოველს დაბადებიდან უჩნდება რწყილები, ამის მიზეზი დედაა. სწორედ ამიტომ, ფრონტლაინი გვთავაზობს სპრეის, რომელიც გამოიყენება მეძიძური ცხოველებისთვის და პატარებისთვისაც (8 დღიდან) შეიძლება. ის იცავს ტკიპებისა და რწყილებისგან. სპრეი მზადდება მცენარეული ნივთიერებებით, აბსოლუტურად უსაფრთხო და არატოქსიკურია. შესაბამისად თუ კატა/ძაღლი აილოკავს დამუშავებულ ადგილს, საშიში არ არის.

გამოყენება: შეარჩიეთ ისეთი ადგილი რომელიც მარტივად განიავდება. გამოყენეთ ხელთათმანი. დაახლოვებით 20 სანტიმეტრი მანძილიდან მიასხურეთ სპრეი ძაღლს/კატას თვალების და სახის გარდა ყველგან. როდესაც ცხოველი თითქმის სრულად დასველდება შეგიძლიათ შეუზილოთ ხელით, დამუშავებიდან არ აბანაოთ 48 საათის განმავლობაში. უფრო მარტივად რომ აღიქვათ ფრონტლაინის პრეპარატების სიძლიერე, გთავაზობთ ცხრილს



Nexgard Spectra არის ფრანგული წარმოების ანტიპარაზიტული პრეპარატი და აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრეპარატი პარაზიტების წინააღმდეგ ბრძოლის და პრევენციისთვის.

  • Nexgard Spectra ძაღლებისთვის არის გემრიელი საღეჭი ტაბლეტი, რომელიც წარმოადგენს „ფრონტლაინის“ შემდეგ თაობის, ძაღლების ექტო და ენდო პარაზიტების საწინააღმდეგო ვეტერინარული პრეპრატს. წარმოებულია Merial – ის მიერ.
  • გარე პარაზიტებთან ბრძოლის გარდა, „Nexgard Spectra“ ებრძვის სხვადასხვა სახის ჰელმინთებს (ჭიებს) – გულის, ფილტვის, მრგვალი, მუცლის და ნაწლავური ჭიებს. უზრუნველყოფს ძაღლების დიროფილაზასისგან დაცვას. ხელს უშლის გულ-სილხძარღვთა დაავადებების გავრცელებას.
  • ტაბლეტებს, რომლებიც სოიოს ცილის საფუძველზე მზადდება აქვთ ხორცის სუნი და გემო, ამიტომ ძაღლები მას უპრობლემოდ იღებენ. პრეპარატი ძაღლს შეუძლია მიიღოს საჭმელთან ერთად ან ჩვეულებრივ საღეჭის სახით. დამზადებულია მცენარეული ინგრედიენტებით. ამიტომაც არ იწვევს ალერგიას.

პრეპარატი მუშაობს აქტიური ნივთიერებების ხარჯზე (ამბობრონერა და მილბეტინის ოქსიუმში) და მოქმედებს პარაზიტების ნერვულ სისტემაზე, რაც იწვევს მათ სიკვდილს. წამალი რეაქციაში შედის სისხლთან, რაც მოქმედებს შინაგან პარაზიტებზე. სწორედ ამიტომ, წვეთოვანი წამლისგან განსხვავებით ბევრად ეფექტურია. ასევე ეფექტურად მოქმედებს დემადეკოზის და სარკოპტოზის წინააღმდეგ

დოზირება და გამოყენება – არ გამოიყენება კატებში! ასევე არ გამოიყენება 8 კვირაზე და 2 კილოგრამზე პატარა ძაღლებში. დოზები კი იყოფა შემდეგნაირად: 2-3,5კგ; 3,5-7,5კგ; 7,5-15კგ; 15-30კგ; 30-60კგ;



advantix – ადვანტიქსი ეს არის გერმანული პრეპარატი რომელიც მზადდება კომპანია Bayer-ის მიერ. ძაღლების ექტოპარაზიტების საწინააღმდეგო ვეტერინარული პრეპარატი. იგი ეფექტურად მოქმედებს კოღოების, ტკიპების, რწყილების და მკბენარა ბუზების წინააღმდეგ, გამომდინარე აქედან, თქვენი ძაღლი დაცული იქნება ლეიშმანიოზისგანც (ამ დაავადების გადამტანები კოღოები არიან). პრეპარატი გამოიყენება ორსულ და მეძუძურ ძაღლებზეც (თუ ძაღლს ლეკვები ყავს, მეძუძური ძაღლი დაწვეთებიდან ნახევარი საათის განმავლობაში იზოლირებული უნდა იყოს ლეკვებისგან). ლეკვებში გამოყენება იწყება 7 კვირის ასაკიდან!

დოზირება: 4 კილოზე ნაკლები; 4-10კგ; 10-25კგ; 25-50კგ; არ გამოიყენება კატებზე



advocate – ადვოკატი ეს არის გერმანული პრეპარატი რომელიც დამზადებულია კომპანია Bayer-ის მიერ. ის აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრეპარატი პარაზიტების წინააღმდეგ ბრძოლის და პრევენციისთვის. ებრძვის 15 მდე დასახელების პარაზიტს! სხვადასხვა სახის ჰელმინთებს (ჭიებს) – გულის, ფილტვის, მრგვალი, მუცლის და ნაწლავური ჭიებს. უზრუნველყოფს ძაღლების დიროფილაზასისგან დაცვას. ხელს უშლის გულ-სილხძარღვთა დაავადებების გავრცელებას. ეფექტურად მოქმედებს დემადეკოზის და სარკოპტოზის წინააღმდეგ.

დოზირება ძაღლებში: 4 კილოზე ნაკლები; 4-10კგ; 10-25კგ; 25-50კგ; საწყისი ასაკი: 7 კვირიდან.
დოზირება კატებში: 4 კილოზე ნაკლები; 4-8კგ; საწყისი ასაკი: 9 კვირიდან. საწყისი წონა 0.8 კგ.
შენიშვნა: პრეპარატი არ მოქმედებს ტკიპებზე


ბრავექტო
bravecto – ბრავექტო ეს არის ამერიკული პრეპარატი რომელიც მზადდება კომპანია Merck Animal Health – ის მიერ. ის ნექსგარდის მსგავსად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა სხვადასხვა პარაზიტებზე სამუშაოდ. ეფექტურად მოქმედებს დემადეკოზის და სარკოპტოზის წინააღმდეგ. ყველაზე კარგი კი არის მისი ეფექტურობის ხანგრძლივობა. მოქმედების ვადა აქვს 3 თვე. მიიღება ტაბლეტის სახით, ტაბლეტს ხორცის გემო აქვს და როგორც წესი პირდაპირ მიირთმევენ ძაღლები, ასევე დასაშვებია საკვებთან ერთად მიღებაც. მოქმედებს: ტკიპებზე, რწყილებზე და სხვა რამდენიმე დასახელების პარაზიტზე.

დოზირებები: 2-4,5კგ; 4-10კგ; 10-20კგ; 20-40კგ; 40-60 კგ; არ გამოიყენება 2 თვეზე ან 2 კილოგრამზე პატარა ლეკვებში! ასევე არ გამოიყენება კატებში! არსებობს ბრავექტოს წვეთების სახით გამოსაყენებელი ვერსიაც, თუმცა საქართველოში მხოლოდ ტაბლეტები მოიპოვება ჯერ-ჯერობით, რაც დაშვებულია მხოლოდ და მხოლოდ ძაღლებისთვის.


Блох-НЕТ Спрей – ბლოხნეტ სპრეი არის რუსული წარმოების სპრეი. დამზადებულია კომპანია ასტრაფარმის მიერ. სპრეის კანსა და ბეწვის საფარზე წასმის შემდეგ პრეპარატის აქტიური კომპონენტები სისტემურ სისხლში გამოყოფის გარეშე გროვდება ცხოველის სხეულის ეპიდერმისში, თმის ბოლქვებსა და ქონის ჯირკვლებში და ახდენს ხანგრძლივ კონტაქტურ ინსექტოაკარიციდულ და რეპელენტურ მოქმედებას.  იხმარება არა მარტო რწყილის, არამედ მუნის (სარკოპტოიდოზი, ნოტოედროზი) და ოტოდეკტოზის საწინააღმდეგოდაც. მასში შემავალი ნივთიერებები ანადგურებს რწყილის და ტკიპას კვერცხებს და ლარვებსაც, ხოლო კოღოების წინააღმდეგ აქვს რეპელენტური(დაფაფრთხობელი) მოქმედება.
გამოიყენება 2კგ-ზე მეტი წონის ძაღლებისთვის, 10კვირაზე მეტი ასაკის ლეკვებისა და 3თვეზე მეტი ასაკის კნუტებისთვის.
უნდა გადავუწიოთ ბეწვი და შევაფრქვიოთ 25-30სმ მანძილიდან, 1 შეფრქვევა(1მლ)  1კგ წონაზე. გრძელბეწვიანებში დოზა ორმაგია, მაგრამ შედეგი ნაკლებია. მოწამვლის თავიდან ასაცილებლად არ უნდა მივცეთ ცხოველს საშუალება, რომ გაშრობამდე აილოკოს. 48 სთ-ის შემდეგ შეიძლება დაბანა.
რწყილის საწინააღმდეგო ეფექტი გრძელდება 2თვემდე, ტკიპას საწინააღმდეგო – 1თვემდე, ხოლო კოღოს საწინააღმდეგო – 1კვირა.


ეტაპობრივად დაემატება სხვადასხვა პრეპარატები…

სტატია მოამზადა თაზო ჩხაიძემ