როგორ გავუმკლავდეთ ძაღლის სპეციფიკურ სუნს

sans-titre-8
ძაღლის შეძენისას სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ჰიგიენური ნორმების დაცვა. როგორც ცნობილია, ძაღლი სახლში უფრო ჰიგიენურია, ვიდრე ეზოში. გარეთ მცხოვრებს ძაღლს შეხება აქვს მეტნაკლებად დაბინძურებულ გარემოსთან, მისი თათების თუ ცხვირის გასუფთავებაც ვერ მოხდება ინტენსიურად, რადგან მას ვერ აუხსნით, რომ არ გაიაროს ტალახში, არ დაწვეს ჭუჭყიან ადგილას. როცა ძაღლი ოთახის პირობებშია, მისი ჰიგიენის დაცვა უფრო მოსახერხებელია. ამიტომ ძაღლის სახლში ყოლა ჰიგიენურად უფრო გამართლებულია. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია პარტონის დამოკიდებულება ძაღლის მიმართ, არის შემთხვევები, როდესაც პატრონი თავის ძაღლს უფლებას აძლევს თავისი თეფშიდან აჭამოს, ან ონკანიდან პირდაპირ დაალევინოს წყალი. ეს ჰიგიენური ნორმების დარღვევაა. ყველა ძაღლს თავისი საკუთრი ჭურჭელი და საწოლი უნდა ქონდეს, და მის გამოყენებას ლეკვობიდანვე უნდა მიეჩვიოს.

რაც შეეხება პატრონის აბაზანით სარგებლობას, შესაძლებელია, თუ ძაღლის დაბანის შემდეგ აბაზანა კარგად გაიწმინდება. რაც შეეხება ძაღლის სუნს, არსებობს ჯიშები, რომლებსაც აქვთ დამახასიათებელი სპეციფიკური სუნი და ასევე ისეთი ჯიშები, რომლებსაც არ აქვთ სუნისკენ მკვეთრად გამოხატული მიდრეკილება. ნებისმიერ შემთხვევაში პატრონმა მაქსიმალურად უნდა დაიცვას ძაღლის ჰიგიენა. დაბანა ძაღლისთვის განკუთვნილი სპეციალური შამპუნით უნდა მოხდეს, რადგან ადამიანის შამპუნი ისეთი შემადგენლობისაა, რომ მისი გამოყენება ცხოველებთან რეკომენდებული არ გახლავთ. ასევე მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა ნებისმიერ შემთხვევაში, არც უყურადღებოდ დატოვება ვარგა და არც გადამეტებული ყოველდღიური დაბანა, ორივე შემთხვევაში ძაღლის ბეწვის საფარი ზიანდება, რაც სუნის წარმოქმნას უწყობს ხელს. თუ ძაღლის პატრონი ჰიგიენის ყველა ნორმას დაიცავს, დროულად დაბანს ძაღლს, გარეცხავს საყელოს და საფენს, სადაც ძაღლი წევს, სახლში ძაღლის სუნი არ იქნება.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა