რჩევები დამწყებ მონადირეს
ნადირობისას საჭიროა როგორც დაწერილი, ასევე დაუწერელი წესების და კანონების დაცვა, თუ მათ არ დაიცავ, მაშინ სანადირო იარაღიც არ უნდა აუღოთ ხელში; მაშ ასე როგორ უნდა მოიქცეთ ნადირობის დროს?
- არასოდეს არ შეეცადო დაჭრილ ნადირს ჩაარტყა კონდახი. ამ დროს შეიძლება გაიხლიჩოს კონდახი ან უარესი შეიძლება გამოიწვიოს თვითნებური გასროლა თუ მეორე ლულაში არის დარჩენილი ტყვია.
- თუ მოკლული ფრინველი ჩამოვარდა ბუჩქებში ან გაუვალ ადგილზე, არ მოაცილო თვალი თორემ დიდი ალბათობაა რომ საერთოდ ვეღარ იპოვით.
- დაცემის შემდეგ აუცილებლად შეამოწმეთ იარაღის ლულა, ამ დროს ლულაში შესაძლოა მოხვდეს რაიმე სიბინძურე, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ტყვიის თავისუფალ გამოსვლას და გამოიწვიოს ლულის გახეთქვა.
- სიარულით ნადირობისას ყოველთვის თან იქონიეთ ზურგჩანთა ნანადირების ჩასალაგებლად რომ ნანადირების ტარება არ გახდეს მოსაბეზრებელი და ხელი არ შეგიშალოს სროლაში.
- თუ ხედავ რომ ფრინველი დაჭრილია და ვარდება ბუჩქებში, შეეცადე მეორე სროლით ჰაერშივე მოკლა. დაჭრილი ფრინველი გაუვალ ადგილებში ადვილად იმალება განსაკუთრებით თუ ძაღლი არ გყავთ მისი ნახვის ძალიან მცირე შანსი რჩება.
- დაჭრილ ცხოველს მიუახლოვდი აუცილებლად უკნიდან და დააკვირდი, თუ ყურები მიკრული(დაჭიმული) აქვს მაშინ ცხოველი ცოცხალია, არ შეგაცდინოთ მისმა უმოძრაობამ.
- როდასაც დაჭრილ ცხოველს უახლოვდები აუცილებლად გადატენე იარაღი. გასროლის შემდეგ ცარიელი იარაღით მიახლოება სახიფათოა.
- როდესაც უახლოვდები ადამიანს, შენობას ან მანქანას აუცილებლად გადახსენი იარაღი.
- არ მიაწიდო იარაღი ლულით ადამიანისკენ, არ აიღო იარაღი ლულით შენსკენ.
- თუ აირაღს თუნდაც ერთი წუთით მოაშორეთ თვალი, როდესაც აიღებთ აუცილებლად შეამოწმეთ არის თუ არა ტყვია მასში.
- როდესაც ჯგუფურად ერთად მიდიხართ ნადირობის ადგილისაკენ არასოდეს დატენო იარაღი ადგილზე მისვლამდე.
- თუ სასხლეტს გამოკარით და იარაღი არ გავარდა ნუ იჩქარებთ იარაღის გადახსნას, დაელოდეთ 10 ან 20 წამი. ამ დროს შესაძლოა მოხდეს დაგვიანებული გასროლა. გადახსნისას კი შეეცადეთ იარაღი გვერძე მიაბრუნოთ და ისე გადახსნათ.
- გასროლის დროს მეთელი კონცენტრაცია მოახდინეთ სამიზნეზე. თოფის ლულაზე მოთავსებული სახაზავი კი მეორე ხარისხოვნად უნდა ხვდებოდეს მხედველობის არეში.
- ფრინველს ან ნადირს არ ესროლოთ თუ ის მოძრაობს თქვენი მეგობრის მიმართულებით.
- ნომერზე დადგომის შემდეგ აუცილებლად უნდა გაანთავისუფლოთ ადგილი თქვენს გარეშემო, მოაშორეთ ფოთლები და ხმელი ტოტები. საჭირო დროს შესაძლოა ფეხის დაბიჯებით გამოწვეულმა ხმაურმა მსხვერპლი დააფრთხოს.
- ესროლეთ მხოლოდ მაშინ როდესაც დარწმუნებული ხართ რომ ხედავთ მსხვერპლს. არ შეიძლება ბუჩქებზე შრიალის გამოსროლა, შესაძლოა ეს სხვა მონადირე იყოს.
- თუ გილზი ცუდად ჩადის თოფში ჯობია შეცვალოთ. განსაკუთრებით ცხოველზე ნადირობისას.
- ხედავთ რომ მსხვერპლი მოძრაობს თქვენი მიმართულებით. არ გაინძრეთ, ზედმეტი მოძრაობით უფრო დააფრთხობთ.
- არასოდეს მიუშვირო იარაღი ადამიანს.
- სანამ ტყის ან ჭაობის სიღრმეში შეხვალ იფიქრე როგორ გამოაგნებ გზას უკან, აიღე საორიენტაციო წერტილები ან დატოვე ნიშნები გზადაგზა.
- თუ დაიკარგეთ პანიკას ნუ მიეცემით, ეცადეთ გაიკვლიოთ გზა მზის ან ვარსკვლავების მიხედვით.
- ნებისმიერი კოლექტიური ნადირობისას ყოველთვის იცოდეთ სად განლაგდენ მეგობრები და შეეცადეთ მათაც იცოდნენ თქვენი ადგილი.
- შეეცადეთ ყოველთვის თან იქონიოთ პატარა ზეთიანი ნაჭერი, რომ საღამოთი გაუსვათ იარაღს.