რენჯ როვერის ექსტრემალური დაშვება ალპების სახიფათო ფერდობზე (+ VIDEO)


როგორც წესი, „რენჯ როვერების“ უმეტესობით, მფლობელები ქალაქის გზებზე გადაადგილდებიან ხოლმე. იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს ავტომობილები ექსტრემალურ სიტუაციებშიც ისევე საიმედონი არიან, როგორც ასფალტზე , „ლენდ როვერმა“ ერთობ სახიფათო ექსპერიმენტი ჩაატარა.

ამისათვის შეირჩა ალპების შვეიცარიული სექტორი, კონკრეტულად კი მურენის სამთო-სათხილამურო ფერდობი, რომლის სიგრძე 14.9 კილომეტრია, დახრის კუთხე კი ზოგ ადგილას 75 გრადუსსაც კი აღწევს. სახიფათო დაშვება Top Gear-ის ყოფილმა სტიგმა, საავტომობილო ტრიუკების სპეციალისტმა ბენ კოლინზმა შეასრულა. მას სტარტიდან ფინიშამდე სულ 21 წუთი და 36 წამი დასჭირდა. დაშვების დროს, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 154 კმ/სთ-საც კი აღწევდა!

ბენ კოლინზი ყვება: „ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ურთულესი გამოცდა იყო. მარშრუტი გიჟური იყო და, რა თქმა უნდა, ურთულესი მათ შორის, რომლებზეც კი ოდესმე გამივლია. მისი ნებისმიერი მონაკვეთი სავსეა ურთულესი პირობებით, რომლებიც ლავამ ჩამოაყალიბა. სიტუაციას ამძაფრებდა მუდმივად ცვალებადი ამინდი, რასაც ემატებოდა კლდეები, ხეები და ყველანაირი წინაღობა, რომლებთან შეჯახებასაც არავინ ისურვებდა“.

კოლინზმა ეს მეტისმერად სახიფათო ტრიუკი შეასრულა Range Rover Sport-ით, რომელიც 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით არის აღჭურვილი, რომლის სიმძლავრე, მექანიკური დამჭირხნის დახმარებით, 503 ცხენის ძალას აღწევს.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა