ქედანზე ნადირობა

[huge_it_slider id=”7″]

ქედანი – Columba palumbus – Вяхирь


ქედანი მტრედისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია და ამათანავე ნადირობის გამორჩეულად კარგი ობიექტი. ადვილი შესამჩნევი, განმასხვავებელი ნიშნებით მისი ყველა დანარჩენი სახეობის წარმომადგენელისაგან, როგორც ფრენისას ასევე დამჯდარ მდგომარეობაში. ფრენისას ამის საშუალება იძლევა ორივე ფრთაზე, შიდა მხარეს ფრთის წვერიდან ბოლომდე არსებული თეთრი ბუმბულის საფარი, ხოლო ჯდომისას მისთვის დამახასიათებელი თეთრი საყელოთი კისერზე. მისი წონა 420-620 გრამია.

ბუდობს და მრავლდება ხშირფოთლოვან ტყეში, სადაც მისი შემჩნევაარცთუ ისე ადვილი საქმეა. მხოლოდ გამრავლების პერიოდში შესაძლებელია მისი ადგილსამყოფელის მიგნება თავისებური ხმოვანი ბგერებით რომელსაც გამოსცემს მამალი ქედანი, როცა დედალს უხმობს. ბუდის კეთებაში მონაწილეობას ღებულობს როგორც დედალი, ასევე მამალი. დედალი დებს 2 იშვიათად სამ თეთრ კვერცხს. ბუდეზე ძირითადად დედალი ზის, მაგრამ არის შემთხვევა როცა ენაცვლება მამალიც. ინკუბაცია გრძელდება 17-18 დღე. ბარტყების გამოკვებაში მონაწილეობს ოროვე მშობელი. თავდაპირველად ბარტყებს დედალი აძლევს ჩიჩახვში წარმოქმნილ ხაჭოსებურ ნივთიერებას, შემდეგ ორივე მშობელი ასევე ჩიჩახვში დამბალ ნაირგვარ საკვებს. ბარტყები ბუდეში რჩებიან 20 დღე, ან უფრო მეტ ხანს. ბუდიდან გადმოფრენისას გარკვეული პერიოდი არიან მშობლების სიახლოვეს და მათთან ერთად სწავლობენ საკვებ ადგილებს, სარწყულებელს და მშრალი ქვიშით დაფარულ მზით კარგად განათებულ ადგილებს. ბოდობის სრულად დამთავრების შემდეგ ქედნები გროვდებიან ერთ გუნდად, როგორც ახალი თაობა ასევე ხნიერებიც და აწარმოებენ ერთად გადაფრენას ტყის მასივზე და მინდვრებზე.

ქედანზე ნადირობისას ყველაზე რეზულტატიურია სროლა გვერდითი შემოფრენისას, როცა საშუალება ეძლევა მონადირეს ფრთები დააზიანოს და ასევე თავზე გადატარების შემდეგ როცა ფრინველზე სროლის საშუალება გვეძლევა მის ყველაზე ცუდად დაცულ ადგილას მუცელზე, უნდა ითქვას, რომ ქედანი კარგად უძლებს ჭრილობას და მის მოსაპოვებლად საჭიროა 3-5 ნომერი საფანტი.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა