ქათმისნაირნი – ფრინველთა ხმები

მწყერი – Coturnix coturnix კაკაბი – Alectoris chukar ხოხობი – Phasianus colchicus დურაჯი – Francolinus francolinus
როჭო – Tetrao tetrix ყრუალა (სოღო) – Tetrao urogallus ჟრუნი – Tetrastes bonasia გნოლი – Perdix perdix
კლდის კაკაბი – Lagopus muta თეთრი გნოლი – Lagopus lagopus

უკან დაბრუნება, ფრინველთა ხმების კატეგორიაში


ყურადღება! – ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ ჩვენი საიტის ერთგული მკითხველები სწორი ნადირობის მოყვარულები არიან და არ მიმართავენ აკრძალულ ხერხებს, მაგრამ თუ ვინმე შემთხვევით შემოვიდა ამ გვერდზე და ელექტრო “მანოკისთვის” ეძებს ხმებს, იმათ გასაგონად მინდა ვთქვა, ტყუილად კარგავთ დროს. არცერთი აქ გამოყენებული ხმა არ გამოგადგებათ!!!


ქათმისნაირნი (Galliformes) — ფრინველთა რიგი. აერთიანებს სხვადასხვა ზომის (12—235 სმ სიგრძისა და 45 გრამიდან — 22 კგ-მდე მასის) ფორმებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში (გარდა ანტარქტიკისა) ბინადრობენ. აქვთ მაგარი, მოკლე ნისკარტი, მიწის გასაქექად მომარჯვებული ღონიერი ფეხები, მომრგვალო ფრთები — მომარჯვებული სწრაფი აფრენისა და ხანმოკლე ფრენისათვის. კარგად გამოხატული ჩიჩახვი, ნაღვლის ბუშტი, მჭიდრო შებუმბლვა, 10 პირველი წყების მომქნევი ბუმბული. ყურთუკი ვითარდება მხოლოდ პტერილიებზე, ბუმბულს აქვს დამატებითი ღეროები (გამონაკლისი ჰოაცინი). ზოგს თავზე აქვს კანის შიშველი უბნები, ღიად შეფერილი ან ხორცოვანი დანატები: წარბები, საყურეები, ბიბილო და სხვა. უმრავლესობას ახასიათებს სქესობრივი დიმორფიზი.

რიგი მოიცავს 8 ოჯახს, 85 გვარში გაერთიანებულ 253 თანამედროვე და 100-მდე გადაშენებულ სახეობას. რიგში 2 ქვერიგია: ჰოაციენები (1 სახეობა) და საკუთრივ ქათმისნაირნი მობინადრე ან ნომადური ფორმები, მხოლოდ მწყერია სეზონებისდა მიხედვით მიმოფრენი. უმთავრესად ნიადაგური ფორმებია, მხოლოდ ჰოაცინი და გოკოა ნამდვილი მეხეური. ქათმისნაირთა უმრავლესობის ბუდობის პერიოდს წინ უძღვის სატიხტიხე პერიოდი: ბევრი პოლიგამია. ბუდობენ მიწაზე. დებს 2—20 და მეტ კვერცხს, რომელთა ინკუბაცია გრძელდება 14—30 დღე-ღამე. მხოლოდ დიდფეხა (ნაგვის) ქათმები არ კრუხობენ, ისინი კვერცხს ქვიშაში ან ლპობად ფოთლებში ფლავენ. აქ ორგანული ნივთიერებების ლპობა ზრდის ტემპერატურას და ხელს უწყობს კვერცხების ინკუბაციას. წიწილოვანი ფრინველები არიან. მართვები იკვებებიან ცხოველური საკვებით (მწერები, ჭიები), ზრდასრულნი კი – მცენარეულით (თესლი, მწვანე ნაწილები). ჰოაცინის გარდა ყველა ქათმისნაირნი სანადირო ობიექტია, ამიტომ მათი რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ზოგს (ხოხობი, გნოლი, კაკაბი) უკვე ხელოვნურად ამრავლებენ სანადირო მეურნეობაში. ზოგი (ბანკივის ქათამი, ინდაური, ციცარი) მოშინაურებულია და დასაბამი მისცა მრავალრიცხოვან შინაურ ჯიშება.

საქართველოში ქათმისნაირთაგან გვხვდება კავკასიური როჭო, დურაჯი, გნოლი, კასპიური შურთხი, კავკასიური შურთხი, ხოხობი, კაკაბი, მწყერი, რომელთაგან პირველი 4 შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“ .