ქარიშხალასნაირნი – ფრინველთა ხმები

მცირე ქარიშხალა – Puffinus puffinus ხორბლისფერი ქარიშხალა – Puffinus griseus ქარიშხალა სოლისებრი კუდით – Puffinus pacificus

უკან დაბრუნება, ფრინველთა ხმების კატეგორიაში


ქარიშხალასნაირნი (Procellariiformes), ფრინველთა რიგი. ზღვის ფრინველები არიან, ხმელეთზე მხოლოდ გამრავლების პერიოდში გამოდიან. კოლონიურად ბუდობენ ზღვების ნაპირებზე. მონოგამები არიან. დებენ 1 კვერცხს (სახეობათა მიხედვით, ზოგი ნიადაგში ამოთხრილ ორმოში, ზოგი კლდეებში, ნაპრალებში, ქვებქვეშ), ინკუბაცია გრძელდება 6 კვირიდან (მცირე ფორმები) — 2 თვემდე. მართვები ტოვებენ ბუდეს 2-6 თვისა. სამხრეთ ნახევარსფეროში მობუდარ ფრინველთა ნაწილი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზღვებზე ზამთრობს. გარეგნულად თოლიებს გვანან, კარგად ფრენენ და ცურავენ, იშვიათად ყვინთავენ. რიგი მოიცავს 4 ოჯახსა და 23 გვარში გაერთიანებულ 81 სახეობას. შავ და აზოვის ზღვებზე ნობადობისას გვხვდება პატარა ქარიშხალა (Puffinus puffinus), რომელიც შესაძლოა მცირე რაოდენობით აჭარაში ბუდობდეს. ქარიშხალასნაირნი იკვებებიან უხერხემლოებით, თევზებით, მძორით, გემებიდან გადაყრილი ნარჩენებით.