პამიდვრის სოუსი

pamidvris_sousiსაჭირო მასალა: 1 კბილი ნიორი, 1 თავი ხახვი, 3 ღერი ნედლი ან 0,5 ჩ.კ. გამშრალი რეჰანი, 100 გ პამიდვრის ჩირი ზეთში, 2 ს.კ. ტომატპასტა, 425 გ კანგაცლილი პამიდორი, 1 სკ. თაფლი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება: ნიორი წვრილად დავკეპოთ. ხახვი წვრილად დავჭრათ. ზეთში ჩადებული პამიდორი ამოვიღოთ, წვრილად დავკეპოთ და დავუმატოთ 3 ს.კ. თავისივე ზეთი. რეჰანი გავრეცხოთ, ფოთლები გავაცალოთ და წვრილად დავჭრათ. სოუსის ყველა ინგრედიენტი ბლენდერით ავთქვიფოთ, შევანელოთ მარილითა და წიწაკით

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა