პალიასტომის ტბაზე თევზების სიკვდილიანობა, სავარაუდოდ ასფიქსიამ გამოიწვია

sans-titre-2
კოლხეთის ეროვნულ პარკში, პალიასტომის ტბაზე თევზების (უმეტესად კარასის სახეობის) სიკვდილიანობა დაფიქსირდა, რაც სავარაუდოდ ასფიქსიის მოვლენით არის გამოწვეული, – ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სამინისტროდან აცნობეს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის პაატა ბატიაშვილის ხელმძღვანელობით, ტერიტორია შეისწავლა გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტთა ჯგუფმა. მათივე ცნობით, მოხდა თევზის შეგროვება, ტბის 6 წერტილში აიღეს წყლის სინჯები, შემდგომი გამოკვლევის მიზნით.
”თევზების ასფიქსია (ჟანგბადის ნაკლებობა) ზოგადად დამახასიათებელია პალიასტომის ტბისთვის, ზაფხულის ბოლოსა და ადრე შემოდგომაზე. საგულისხმოა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს პალიასტომის ეკოლოგიური ბალანსის აღდგენის რეკომენდაციები შემუშავებული აქვთ, რაც ეტაპობრივად მსგავს შემთხვევებს შეამცირებს.

ამჟამად მიმდინარეობს მოპოვებული მასალის ლაბორატორიული დამუშავება გარემოს ეროვნული სააგენტოში”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა