პალიასტომის ტბა

paliastomi-lake1
პალიასტომის ტბა მდებარეობს ოდიშ-გურიის დაბლობზე, ქ. ფოთთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. ზედაპირის ფართობი 18,2 კმ². აუზის ფართობი 547 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3,2, საშუალო სიღრმე 2,6 მ. წყლის მოცულობა 52 მლნ. მ³.

paliastomi-lakeსაზრდოობს წვიმის წყლითა და შენაკადებით. მასში ჩაედინება მდინარე ფიჩორი, ხოლო გამოედინება მდინარე კაპარჭინა.
მაღალი დონე იცის გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე. დაბალი — ზამთარში. წყალი თბილია ივლის-აგვისტოში
(25,1°C), ცივია იანვარში (5,2 °C) , ძლიერი ქარების გამო ტბაზე ხშირად ჰომოთერმიაა, ცივ ზამთარში გაძგიფულია და
ჩნდება ყინულნაპირისი. 1924 წელს ტბის სამხრეთ-დასავლეთი ნაპირიდან გაიყვანეს არხი და პირდაპირ შეუერთეს ზღვას,
ხოლო 1933 წლის დეკემბერში ძლიერი ზვირთცემის შედეგად არხი გაფართოვდა და სრუტე გაჩნდა, წყალი მლაშე გახდა.
იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად. თევზჭერა. ტბა შედის კოლხეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში, კოლხეთის
ეროვნული პარკი ტურისტებს სთავაზობს სანაოსნო მარშრუტებს ტბის უკეთ გასაცნობად.
გავრცელებული თევზის ჯიშებია: სუდაკი, კეფალი, ოკუნი, ღორჯო, ქარიყლაპია, კრასნაპიორკა, ლოქო, საზანი, კობრი, და სხვა ზღვიდან შემოსული თევზები.
paliastomi

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა